რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია.
ამის შესახებ განცხადება დიმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასთან“ ინტერვიუში გააკეთა. პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინაში დასახული ამოცანების შესრულებას ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ან სხვა „ხელმისაწვდომი საშუალებებით“ შეეცდება.
„რუსეთი განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებას: რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფას, რუსეთის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას სპეციალური საომარი ოპერაციით ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით“, – განაცხადა პესკოვმა.