1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4830 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4830 ლარი ეღირება, ევრო – 2.7430 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1440 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.4834 ლარი ღირდა, ევრო – 2.7377 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1321 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 მაისს ამოქმედდება.