17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე თქვენგან პასუხისმგებლობის გრძნობას და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. სავარაუდოდ, სამსახურში მცირე უსიამოვნება და სირთულეების გადალახვა გელით. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ და უსარგებლო საუბრებში დრო არ დახარჯოთ.

კურო

ხელსაყრელი და წარმატებული დღე გელით. ისარგებლეთ შესაძლებლობებით, რომლებსაც ვარსკვლავები გთავაზობთ. თქვენი ინიციატივა ახლობელი ადამიანების მხარდაჭერას მიიღებს. მიზანთან ისე ახლოს ხართ როგორც არასდროს. მთავარია, არ დაიღალოთ და მისკენ სვლა გააგრძელოთ.

ტყუპები

ემოციური დონე იზრდება, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობიდან აგრესია მთლიანად გამორიცხოთ. ძველ მეგობართან გულწრფელი საუბარი დაგამშვიდებთ და პირქუში ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ.

კირჩხიბი

მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა. მოდუნდით და დასვენებისთვის განეწყვეთ, რადგან ამ დღეს არც პრობლემებს უნდა ელოდოთ და არც თავბრუდამხვევ წარმატებას. დროა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების დასრულებაზე იფიქროთ. თუ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრებს თამამად მიმართოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ახალი თანაშემწეების ან თანამოაზრეების საპოვნელად. კომუნიკაბელურობა და თანამოსაუბრის დაინტერესების უნარი ძალიან გამოგადგებათ. უსმინეთ შინაგან ხმას და ის რთულ სიტუაციაში სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. გახსოვდეთ, ეშმაკი დეტალებში იმალება, ამიტომ უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ქალწული

მთელი დღის მანძილზე ხალისიანი განწყობა გაქვთ. გამორიცხული არ არის, რომ სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდეთ და ამან ძალიან გაგამხიარულოთ. შესანიშნავი დღეა ახალი პროექტის ან ბიზნესის დაწყებისთვის – მოზღვავებული ენერგია სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

თუ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებთ, შედეგით თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებიც კმაყოფილი დარჩებით. ძველი მეგობრის დახმარებით პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით და დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. საშუალება გექნებათ, რომ ძველი შეცდომები გამოასწოროთ და თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობები აღადგინოთ.

მორიელი

სავრაუდოდ, ამ დღისთვის მეტისმეტად ბევრი საქმე დაგეგმეთ. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთბაშად გაკეთებას, რადგან შეიძლება სიჩქარეში საბედისწერო შეცდომა დაუშვათ. ეტაპობრივად და აუჩქარებლად იმოქმედეთ – ეს საშუალებას მოგცემთ ძალები დაზოგოთ და საუკეთესო შედეგი მიიღოთ.

მშვილდოსანი

მოზღვავებული ენერგია დაგეხმარებათ ამ დღის ყველა ამოცანას გაუმკლავდეთ. დროა, დიდი ხნის წინ დაწყებული და დაუსრულებელი საქმეები თაროდან ჩამოიღოთ, დაპირებები შეასრულოთ და ვალები გადაიხადოთ. შეუპოვრობა დაგეხმარებათ, დასახულ მიზანს მოკლე დროში მიაღწიოთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას გაჩუქებთ.

თხის რქა

ნებისმიერ სფეროში საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. შანსი მოგეცემათ, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, რადგან მალე შეიძლება დიდი თანხა დაგჭირდეთ. მეგობრების რჩევები მნიშვნელოვანი საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

კარგად იცით ცხოვრებისგან რას ელით და საკუთარი ოცნებისკენ თავდაჯერებული მიდიხართ, მაგრამ შეიძლება გზაზე მოულოდნელი დაბრკოლებები გაჩნდეს. სასურველის მისაღწევად ძალა და გამძლეობა დაგჭირდებათ. პრობლემა, რომელიც მუდმივად თავს გახსენებთ, ამ დღეს შეიძლება უსაფრთხოდ გადაწყდეს.

თევზები

კარგი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. შესაძლებელია ძველ მეგობარს შეხვდეთ ან დავიწყებული ვალი დაიბრუნოთ.