ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა. ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა.
„ბელგიელმა პოლიციელებმა ჩაატარეს რეიდი პარტიის ოფისის პირველ და მესამე სართულებზე“, – აცხადებს გამოცემის წყარო.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ წაიღო კომპიუტერები, რომელიც უკავშირდება ფინანსური თაღლითობის საქმეს, რომელშიც სავარაუდოდ „ევროპის სახალხო პარტიის“ პერსონალი ფიგურირებს.