23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რომელშიც საკუთარი ფანტაზიის და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. თუ შესაძლებელია, ამის გაკეთება სამუშაო ადგილზე ჯობს. შედეგები არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს კოლეგებსაც სასიამოვნოდ გააკვირვებს. ეცადეთ, საღამოს საყვარელ ადამიანს კულინარიული შედევრი დაახვედროთ.

კურო

ყველაფერს, რაც ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში ხდება, გაგრძელება ექნება. ეცადეთ, მომხდარს დადებითი მხრიდან შეხედოთ და მასში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. დატვირთული მუშაობის მიუხედავად, გირჩევთ, ოჯახური საქმიანობისა და დასვენებისთვის დრო გამონახოთ.

ტყუპები

ეცადეთ, აქტიური მუშაობისთვის განეწყოთ და სიზარმაცე დაივიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეგმილი საქმეებიდან ვერაფრის გაკეთებას შეძლებთ. ყველაფრის ერთდროულად კეთება შეუძლებელია, ამიტომ ერთი ან ორი მნიშვნელოვანი საკითხი აირჩიეთ და ეცადეთ, დღის ბოლომდე დაასრულოთ.

კირჩხიბი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სირთულეებთან გამკლავებას ადვილად ახერხებთ. ყურადღება მიაქციეთ კოლეგების შეცდომებს და ეცადეთ დასკვნები გამოიტანოთ – ასეთი გამოცდილება მუშაობის გაუმჯობესებაში და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა შოპინგისთვის – სავარაუდოდ, ხელსაყრელ ფასად ხარისხიანი ნივთების შეძენას შეძლებთ.

ლომი

ამ დღეს პირველმა შთაბეჭდილებამ შეიძლება მოგატყუოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ძალიან მალე სიტუაციის სწორად შეფასებას შეძლებთ და აზრს შეიცვლით. რამდენიმე დღით ახალ ნაცნობობას უნდა მოერიდოთ – ახლა ეს, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ქალწული

როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ ოჯახის წევრებისთვის დრო გამონახოთ. დაეხმარეთ, თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ. მალე შეიძლება ამ ადამიანების მხარდაჭერა თავად დაგჭირდეთ. ეცადეთ ისედაც დაძაბული სიტუაცია უფრო არ გაამწვავოთ და პრობლემებს მარტივად შეხედოთ. ეს ჩხუბის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

დღის პირველი ნახევარში უამრავი საინტერესო მოვლენა გელით. ეცადეთ, წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ და უმნიშვნელო ამბების გამო არ ინერვიულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდება. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ძველი პირობა შეასრულოთ.

მორიელი

ბოლო დროს ცდილობთ რეალობას გაექცეთ და სასურველი სინამდვილედ მიიღოთ. ილუზიებში ცხოვრება კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, თქვენი გეგმები და გადაწყვეტილებები რეალისტური იყოს. გირჩევთ პარტნიორს თქვენს გრძნობებზე და საერთო მომავალზე გულწრფელად ესაუბროთ.

მშვილდოსანი

საქმეებს, რომლებშიც სრულიად დარწმუნებული იყავით, შეცდომებს და სირთულეებს აღმოაჩენთ. ეცადეთ, საკუთარი ძალების და პროფესიონალიზმის გჯეროდეთ და მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ. იუმორის გრძნობა ნებისმიერი კონფლიქტის განმუხტვაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

სასურველი შედეგის მისაღებად საქმის მიმართ მიდგომა უნდა შეცვალოთ – არასტანდარტული ხედვა საქმეს გაგიმარტივებთ. ხელსაყრელი დღეა საინტერესო საქმის დაწყების ან მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მოგებიან პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ.

მერწყული

ეს დღე ხელოვანი მერწყულებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. კარგად დაფიქრდით შესაძლებელია თუ არა თქვენი ჰობის და გავლენიანი ადამიანების დახმარებით შემოსავალი ან პოპულარობა მოიპოვოთ. გირჩევთ საკუთარ ნიჭზე და უნარებზე მეტი ისაუბროთ.

თევზები

რთული და ემოციურად დატვირთული დღე გელით. პრობლემების მოგვარებას გუნდური მუშაობით და თანამოაზრეების დახმარებით შეძლებთ. ვარსკვლავები თქვენს გვერდით არიან, ამიტომ რთულ ამოცანებთან გამკლავების არ უნდა შეგეშინდეთ.