თუ მათგან („ნაციონალური მოძრაობა“) ვიღაც მართლა გონს მოვიდა და ამბობს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი, დავსხდეთ და რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მივიღოთ, ეს პოზიტიური მესიჯია და მივესალმებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტი არის თავდაცვის მექანიზმი.
„მაგრამ შეუთავსებლობები ბევრია. პირველი, ბოიკოტი და 12 რეკომენდაციის შესრულების მიზანი არის ორი ერთმანეთის მიმართ შეუთავსებელი რამ, მეორე – გინდათ სერიოზული ქცევა მოსთხოვოთ ხაბეიშვილი რომ არის თავმჯდომარე იმ პარტიას და ესეც შეუთავსებელია – სერიოზული ქცევა და ხაბეიშვილი თავმჯდომარედ, ესეც ორი შეუთავსებელი რამეა და მესამე – ისინი არეულები არიან თავის საქციელებში. თუ მათგან ვიღაც მართლა გონს მოვიდა და ამბობს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი, დავსხდეთ და რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მივიღოთ – ეს პოზიტიური მესიჯია და მივესალმებით. ძალიან გამიკვირდა, მითხრეს, რომ ხატია დეკანოიძეს უთქვამს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი და ჩვენ პარლამენტში უნდა ვიჯდეთო. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელი ასე პოზიტიურად იწყებს ფიქრს, მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა ცოტა ძნელი – დასაჯერებელი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.