22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სავარაუდოდ, გარემოებების განვითარება გეგმების შეცვლას და სრულიად სხვა საქმის კეთებას გაიძულებთ. ნუ ინერვიულებთ, ეს შეიძლება სასიამოვნო ცვლილებები იყოს – სასურველი სტუმრების ვიზიტი ან ხელსაყრელი შეთავაზება. მოემზადეთ პოზიტიური სიახლეებისთვის და სარისკო საქმიანობას მოერიდეთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ და წუთიერი ახირებების გამო ოჯახის ბიუჯეტი არ დააცარიელოთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების ოჯახის წევრებთან განხილვას. წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.

ტყუპები

ემოციური დაძაბულობა დილიდან პიკზეა. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი შეხვედრა ან სიტყვის წარმოთქმა გელით. ეცადეთ დამშვიდდეთ და, თუ შესაძლებელია, განიტვირთოთ. გახსოვდეთ, რომ გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. ფრთხილად – თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნებმა შეიძლება საყვარელი ადამიანები შეურაცხყოს.

კირჩხიბი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ მოთმინებით და შრომისმოყვარეობით მიაღწევთ. სამუშაო დროს უმნიშვნელო საქმეებზე და კოლეგებთან საუბარზე ნუ დაკარგავთ. ეს სარგებელს არ მოგიტანთ და უფროსის კეთილგანწყობას დაგაკარგვინებთ. თქვენი მთავარი მიზანი ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს.

ლომი

თუ რთული საქმეების სამომავლოდ გადადება გიყვართ, ახლა დროა ამ საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. პლანეტების განლაგება და იღბალი რთულ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. უსარგებლო საუბრებმა თუ შეხვედრებმა შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ და მთავარ საკითხებს მოგწყვიტოთ.

ქალწული

გირჩევთ, დილიდან დეტალური სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თანმიმდევრულად მიჰყვეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ დაგეგმილ საქმეებს დროულად გაუმკლავდეთ და უფროსის ქება დაიმსახუროთ. რთული სამუშაოსგან, რომელიც ამ დღეს ბევრია, პერიოდულად უნდა შეისვენოთ და პირადი ცხოვრებისთვის დრო გამონახოთ.

სასწორი

ამ დღეს სასწორის აზრი ყველასთვის მნიშვნელოვანია. ადამიანებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ, უარს ნუ ეტყვით. სასურველია, რომ შეხვედრები მშვიდ, არაფორმალურ გარემოში გამართოთ. თუ მენეჯმენტზე ან პარტნიორებზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობთ, ურთიერთობის ჩვეული ფორმა ოდნავ უნდა შეცვალოთ.

მორიელი

თქვენს ინიციატივას და ენთუზიაზმს ზემდგომები შენიშნავენ და აუცილებლად დააფასებენ. შესთავაზეთ ამ ადამიანებს თქვენი საინტერესო იდეები და პერსპექტიული გეგმები. ნუ დანებდებით, თუნდაც პირველი მცდელობა წარუმატებელი იყოს. ამ დღეს იღბალი უამრავ ხელსაყრელ შანსს შემოგთავაზებთ, მთავარია ხელიდან არ გაუშვათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს აღიარება და კომპლიმენტები ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. ყოველთვის იმას ვერ ვიღებთ, რაც გვსურს, მაგრამ ეს მოწყენის მიზეზი არაა. თქვენი დახმარება უამრავ ადამიანს სჭირდება, ამიტომ დეპრესიის დრო არ გაქვთ – ახლობელ ადამიანებზე უნდა იზრუნოთ.

თხის რქა

თუ არ გსურთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ფინანსური პრობლემები გელით, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია. შეზღუდეთ ხარჯები და დიდი შესყიდვები სხვა დროისთვის გადადეთ.

მერწყული

გსურთ, რომ ყველაფერი ახლავე და ერთდროულად მიიღოთ. თუ ეს რაიმე მიზეზით შეუძლებელია, ბრაზს გარშემო მყოფებზე იყრით. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და გარშემო მყოფებთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

თევზები

შეიძლება მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვათ, რომელიც თქვენს მომავალზე აისახება, ამიტომ ეცადეთ, ყურადღება სამსახურზე გაამახვილოთ და შემოსული ინფორმაცია საგულდაგულოდ შეამოწმოთ. თქვენი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩება. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურებრივი პოზიცია გაიუმჯობესოთ.