ჭიჭე ვაშაძე-პოპოვნა, გახარიას მონად გადაქცეული ხოშტარია, გამოთინეიჯერებული ჯაფარა, სტრასბურგსა და ბრუსელში ჩავიდნენ. ვინ გამოიცნობს რისთვის? კაბინეტებში დარბიან ეს ბნელი მონები! – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი სამი ოპოზიციური პარტიის: “დროას”, “სტრატეგია აღმაშენებელის” და “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრების ვიზიტს სტრასბურგსა და ბრიუსელში, სადაც ისინი შეხვედრებს მართავენ.
ჭიჭე ვაშაძე-პოპოვნა, გახარიას მონად გადაქცეული ხოშტარია, გამოთინეიჯერებული ჯაფარა, სტრასბურგსა და ბრუსელში ჩავიდნენ. ვინ გამოიცნობს რისთვის? კაბინეტებში დარბიან ეს ბნელი მონები! ევროპელ პოლიტიკოსებს ეხვეწებიან საქართველოს კანდიდატობის სტატუსი არ მიცეთო!
თუ არ მისცემთ, ისევ სკოლის მოსწავლეებს გამოვიყვანთ და მაიდანსაც მოვაწყობთო! ოეეეე, არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევა ქვეყნის დათმობა არ გეგონოთ! გაგარჭობთ მაგ მაიდანს და ყველა თქვენს პარტიელ გიტლერიუნგერს ერთმანეთში! არ იქნება საქართველოში მეორე ფრონტი – წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.