პარლამენტის პლენარულ სესიაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.
“საერთო კონსენსუსი არსებობს, რომ კანონპროექტი ჩავარდეს, ამიტომ პირდაპირ ვუყაროთ კენჭი”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 35-მა დეპუტატმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 1-მდა დეპუტატმა კანონპროექტს კვლავ მხარი დაუჭირა. რეგისტრაცია გაიარა 112-მა დეპუტატმა.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „ხალხის ძალამ“ უკვე მიმართა ბიუროს განცხადებით, რომ კანონპროექტის უკან გაწვევა სურს.