საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, მილანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში BIT 2023 მიიღო მონაწილეობა.
მილანის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვიდ ტურისტულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა.
BIT 2023-ის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.
მილანის ტურისტული გამოფენა 1980 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული მოვლენაა. მილანის ტურისტულ გამოფენაზე 500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას მთელი მსოფლიოდან 65 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.