7 სექტებრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ცვლილებებისა და სიახლეების სურვილი თამამი ექსპერიმენტებისკენ გიბიძგებთ. შეიძლება, საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ნიჭი, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იცოდით ან ახალ საქმეში ძველ ცოდნა და უნარები გამოიყენოთ. ეცადეთ მოვლენების ცენტრში იტრიალოთ – ახლა ეს სასარგებლოა.

კურო

ეცადეთ თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გვერდიდან შეხედოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ნუ ჩაერთვებით კამათში, რომელიც თქვენ არ გეხებათ – ამ დღეს მშვიდობისმყოფელის როლის მორგება არახელსაყრელია. ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის თქვენს გამოყენებას ეცდება და ფრთხილად უნდა იყოთ.

თანმიმდევრული და გეგმაზომიერი მოქმედებით შეიძლება პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოთ.

ტყუპები

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ – ეს ეხება როგორც ახლობლებს, ისე უცნობ ადამიანებს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

კირჩხიბი

დილა წარმატებული იქნება, ამიტომ სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის უნდა გამოიყენოთ. თუ საინტერესო ბიზნესწინადადება შემოგთავაზეს, ან დროულად უნდა მიიღოთ ან ასევე დროულად თქვათ უარი. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერმა დაგვიანებამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. დღის მეორე ნახევარში, მცირე გაუგებრობაა მოსალოდნელი.

გარშემო მყოფებთან ღია კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დიდ ძალისხმევას მიმართავთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ.

ლომი

წინააღდეგობრივი დღეა. ცდილობთ, ერთდროულად რამდენიმე საკითხს გაუმკლავდეთ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ყურადღებას ერთ საკითხზე გაამახვილებთ. ზოგჯერ სხვა ადამიანების აზრს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, რაც სწორად მოქმედებაში ხელს გიშლით. სამსახურში არაჯანსაღი კონკურენციაა – თქვენმა ოპონენტებმა შეიძლება ინტრიგებს და მანიპულირებას მიმართონ.

ფულთან ფრთხილად უნდა იყოთ – ეს დღე არახელსაყრელია დიდი შესყიდვებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის.

ქალწული

თუ ამ დღის სირთულეებს არ შეუშინდებით და ძალისხმევას გამოიჩენთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. თუ ხვდებით, რომ სირთულეებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის სანდო მეგობრებს უნდა მიმართოთ. საქმიანი მოლაპარაკებები საიმედო პარტნიორის პოვნაში დაგეხმარებათ, რომელთანაც ხანგრძლივი და სასარგებლო ურთიერთობა გექნებათ.

დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა მეგობრებთან შეხვედრებისთვის.

სასწორი

იღბლიანი დღეა. ვარსკვლავები როგორც კარგად ნაცნობ, ასევე ახალ სფეროებში წარმატებას გპირდებიან. გარშემომყოფები თქვენს ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენენ, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იცოდნენ. ამ დღეს სწრაფად ითვისებთ ნებისმიერ ინფორმაციას, რაც უახლოეს მომავალში გამოგადგებათ.

დაეხმარეთ ადამიანს, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა – მით უმეტეს, რომ უახლოეს ხანებში შესაძლოა, მისი დახმარება თავადაც დაგჭირდებათ.

მორიელი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, გავლენიანი ადამიანების პატივისცემა და ნდობა მოიპოვოთ და მათგან რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის. ყურადღების ცენტრში მოქცევის ნუ შეგეშინდებათ – რაც უფრო მეტი ადამიანი შეამჩნევს, როგორი ნათელი და არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, მით უკეთესია.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი დაიწყება. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მოვლენების განვითარება გათვალოთ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს ისეთ წარმატებას ვერ მიაღწევთ, როგორსაც ელით. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, საყვარელ ადამიანს უფრო ხშირად მოუსმინოთ.

თხის რქა

დილიდან უამრავი სირთულე გელით, მაგრამ ეს ვერ შეგაშინებთ – უკან დახევას არ აპირებთ. წარმატება აუცილებლად მოვა, თუმცა მოსალოდნელზე ცოტა მეტი ლოდინი მოგიწევთ. შესაძლებელია დღეს ადრინდელი სამუშაოსთვის ანაზღაურება მიიღოთ.

ბევრი თხის რქა სასარგებლო ინფორმაციას სწორად გამოიყენებს, რითაც ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს. გირჩევთ, თავდაპირველ გეგმას არ გადაუხვიოთ – ამ დღეს სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ.

მერწყული

ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები დილის საათებში დაგეგმეთ, ოჯახური საქმეები კი რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ.

საღამოს სრულიად განსხვავებულ საკითხებზე მოგიწევთ ყურადღების გამახვილება. ამასთან, რაც უფრო ახლოვდება საღამო, გარშემო დაბნეულობა მატულობს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თანამოსაუბრე უმიზეზოდ არ აკრიტიკოთ. კამათში დღეს კომპრომისის პოვნა ჯობს.

თევზები

სასიამოვნოა, მაგრამ უკიდურესად არაპროდუქტიული დღეა. საბედნიეროდ, შეგიძლიათ მიმდინარე საქმეები სამომავლოდ გადადოთ.

გირჩევთ, ახლობელი ადამიანების სიკეთით ბოროტად არ ისარგებლოთ – გახსოვდეთ, რომ მოგვიანებით სანაცვლო სამსახურის გაწევას მოგთხოვენ. დღეს ფულთან დაკავშირებულ საქმეებში ინტუიცია გღალატობთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას უნდა მოერიდოთ.