ვერძი
თუ გარშემო მყოფიდან ვინმე დახმარებას გთხოვთ, უარი არ უთხრათ, სავარაუდოდ, უმაღლესი ძალები გამოცდიან თქვენს თანაგრძნობის უნარს – თქვენი სიმპათია დაჯილდოვდება, ხოლო გულგრილობა დაისჯება.
კურო
მაშინაც კი, როცა უკიდურესად გაღიზიანებული ხართ, თავი შეიკავეთ ვინმესთვის ზიანის მიყენებისგან – გახსოვდეთ, ეს საბოლოოდ თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს. ასე რომ, ნუ შეუქმნით საკუთარ თავს პრობლემებს.
ტყუპი
გამამხნევებელი სიტყვები, რომლებსაც დღეს იტყვით, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ძალიან დაგიფასდებათ, ადამიანი არ დაივიწყებს სიკეთეს და მადლობას მოგახსენებთ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში.
კირჩხიბი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცხოვრებისეული მიზანი, რომელიც საკუთარ თავს დაუსახეთ, ძნელია მისაღწევი, ან თუნდაც სრულიად მიუღწეველია. ეს ასე არ არის, ასე რომ არ იხელმძღვანელოთ გარემოებებით, გჯეროდეთ საკუთარი თავის და თქვენი ოცნების.
ლომი
დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ახალ ნაცნობებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა – მათ შორის შეიძლება იყოს ადამიანი, რომელზეც თქვენი მომავალი – როგორც პროფესიული, ასევე პირადი – პირდაპირ იქნება დამოკიდებული.
ქალწული
თქვენი მჭევრმეტყველების დახმარებით შეძლებთ დაარწმუნოთ ყველაზე ჯიუტი და შეუპოვარი მოწინააღმდეგეც, რომ მართალი ხართ – ისარგებლეთ ამ საჩუქრით.
სასწორი
შუადღის შემდეგ შეიძლება მოულოდნელი დაღლილობა იგრძნოთ, ამიტომ სასურველია დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ ყველა მნიშვნელოვანი დავალება – ძირითადად საოჯახო საქმეები – მათ მარტივად და სწრაფად გაუმკლავდებით.
მორიელი
არ უნდა გაანაწყენოთ ახლობლები თქვენი ქმედებით ან სიტყვით – პირველ რიგში, თქვენი ოჯახი და მეგობრები, თუნდაც ისინი არ მოიქცნენ თქვენს მიმართ კარგად. დრო გავა და ყველაფერი გაირკვევა.
მშვილდოსანი
ეცადეთ, გახადოთ თქვენი დღე პოზიტიური: რაც უფრო მეტს ფიქრობთ პოზიტიურ რაღაცებზე, მით მეტი პოზიტიური რამ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში – და პირიქით, ამიტომ იფიქრეთ მისი გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.
თხის რქა
მიზანშეწონილია გამოიყენოთ დიდი თანხები, რომლებიც თქვენს განკარგულებაშია, არა მცირე შესყიდვებისთვის, არამედ დიდი ხნის ოცნების ასასრულებლად.
მერწყული
ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, არის უხეშობით უპასუხოთ მას, ვინც დაუფიქრებლად შელახავს თქვენს სიამაყეს – სჯობს თავი შეიკავოთ და ისე მოაჩვენოთ, რომ ვერაფერი შეამჩნიეთ.
თევზები
უნდა იყოთ უკიდურესად ფრთხილი და არ გასცეთ დაუფიქრებელი დაპირებები. იმ ადამიანსაც უხერხულ სიტუაციაში ჩააგდებთ, ვისაც დაპირდებით და საკუთარ თავსაც.