6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილას მეგობრებისგან სასიხარულო ამბავს შეიტყობთ, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. ამის წყალობით დღე მხიარულად და ბედნიერად ჩაივლის. სამსახურში კოლეგებთან მცირე გაუგებრობა გელით, მაგრამ საკუთარი პოზიციის დაცვას და ავტორიტეტის შენარჩუნებას შეძლებთ. საღამოს სახლის გარემო და საყვარელი ადამიანების სიახლოვე დაგამშვიდებთ.

კურო

ახალი საქმის დაწყებამდე გირჩევთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. გარემომ და გარემოცვამ შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ და ჯობს დახმარება ითხოვოთ. ძველი მეგობრები ან გამოცდილი კოლეგები რჩევებით დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ.

ტყუპები

ამ დღეს რთულ დავალებებსაც კი ადვილად უმკლავდებით. სავარაუდოა, დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. კოლეგები ყურადღებით გისმენენ და თქვენს აზრს ითვალისწინებენ. შექმნილი ვითარება კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ და ეცადეთ, ამით ისარგებლოთ.

კირჩხიბი

ბასრ საგნებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ტრავმების ალბათობა მაღალია. ამ დღემ შეიძლება ძველ მეგობრობას გამოცდა მოუწყოს, თუმცა ის ყველა სირთულეს გადალახავს და შვებით ამოისუნთქავთ. ამ დღეს სახიფათო თავგადასავალში ჩაერთვებით, რომლის შედეგი არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც მოეწონებათ.

ლომი

ემოციური ფონი არასტაბილურია – ხან უმიზეზო სევდა, ხან კი მხიარულება გეუფლებათ. გარშემო მყოფებისგან გაგებას ნუ ელით – მათ თქვენი შეშფოთების მიზეზები არ ემით. მოერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს, სადაც თავს არაკომფორტულად და მარტოსულად გრძნობთ. უმჯობესია შუადღე სახლში გაატაროთ, კომედიას უყუროთ ან წიგნი წაიკითხოთ.

ქალწული

ამ დღეს დაწყებული საქმეები ძალიან მალე სასურველ შედეგს მოგიტანთ. სამსახურში თქვენი ახალი ინიციატივა კარიერაზე დადებითად აისახება. ბიზნესპარტნიორებთან დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები თქვენთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულდება. დროა, პირადი ურთიერთობები ახალ, უფრო სერიოზულ დონეზე გადავიდეს. ამისთვის მზად ხართ?

სასწორი

წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, ეს დროებითი პრობლემებია. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია თავის ტკივილი ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ამ დღეს ყურადღება სოციალურ საკითხებზე, ქველმოქმედებაზე და ბავშვების სწავლებაზე უნდა გაამახვილოთ. კარგი იქნება თუ ადამიანების დადებით თვისებებს აღნიშნავთ – ამისთვის მადლობას გეტყვიან.

მორიელი

თავს მშვენივრად გრძნობთ და კარგი ამინდიც გყოფნით, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ. ამ დღეს სრული უფლება გაქვთ, პრობლემები დაივიწყოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. ამ დღის ლამაზი დასასრული უფროს ნათესავებთან ვიზიტი და ოჯახური წვეულება იქნება.

მშვილდოსანი

დაოჯახებულ მშვილდოსნებს ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ნდობით და ურთიერთგაგებით სავსე ურთიერთობა ელის. მარტოხელა მშვილდოსნები კი საოცნებო ადამიანთან შეხვედრისთვის უნდა მოემზადონ. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით. გირჩევთ, ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.

თხის რქა

ამ დღეს შეძლებთ, რომ ყველაზე მწვავე ოპონენტიც კი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ. თქვენ წინაშე ბევრი კარი გაიხსნება, მაგრამ ყველა შეთავაზებით ერთდროულად არ ისარგებლოთ. იგივე ეხება სიყვარულს. ამ სფეროში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. ხელსაყრელი დღეა სახლის და აგარაკის მოწესრიგებისთვის.

მერწყული

ნუ ანდობთ თქვენს საიდუმლოს ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ღალატის ან ცილისწამების ობიექტად იქცეთ. თქვენს რეპუტაციას ვერაფერი დააზარალებს, მაგრამ ნერვებს უნდა გაუფრთხილდეთ. გირჩევთ, დღე მშვიდად და აუჩქარებლად გაატაროთ და შრომატევადი საქმეების დასრულება სამომავლოდ გადადოთ.

თევზები

ამ დღეს მთელი ყურადღება გადაიტანეთ საქმეებზე, რომელთა მოგვარებაც შეგიძლიათ და სხვა ყველაფერი დაივიწყეთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც არ მოგწონთ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. დროა, ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.