რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის

ვერძი

ამ დღეს თქვენი აქტიურობა შედეგს არ გამოიღებს, ამიტომ შეგიძლიათ, მოდუნდეთ და ისიამოვნოთ. მთავარია შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა შეძლოთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და კონფლიქტურ სიტუაციებში არ ჩაერიოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის. სამსახურში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ. ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები მოგებიან ხელშეკრულებას დადებენ.

ტყუპები

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ სასიყვარულო პაემანი გაქვთ დაგეგმილი, ის კამათით დასრულდება, ამიტომ გირჩევთ, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება რამდენიმე დღით გადადოთ. ახლა მთავარია, მეზობლებთან დავა დაასრულოთ და სტუმრების მიღებისთვის მოემზადოთ.

კირჩხიბი

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ეცადეთ ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავროთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვათ. განსაკუთრებით ცხარე და მარილიან კერძებს უნდა მოერიდოთ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

ლომი

სავარაუდოდ, მხარდაჭერის თხოვნაზე სახელმწიფო უწყებებისგან უარს მიიღებთ, მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ – ამ საქმეს თავადაც გაუმკლავდებით. ამ დღის ამოცანა სიმშვიდის შენარჩუნებაა, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

ქალწული

ამ დღეს სახლშიც და სამსახურშიც მძიმე და შრომატევადი სამუშაოს შესრულებას უნდა მოერიდოთ. ახლა გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახოს. კომერციული ოპერაცია წარმატებით დასრულდება. ამასთან, მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

სასწორი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. სავარაუდოდ, სასიამოვნო თავგადასავალი გელით. შეიძლება საქმიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, სოლიდური მოგება მიიღოთ – ყველაფერი თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. ამ დღის სიმბოლო ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი შრომაა.

მორიელი

ერთგული მეგობრებისა და გამოცდილების წყალობით, ფინანსების სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. თუ ზოგად დეპრესიას და გარკვეულ ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ შეგიძლიათ მეგობრებთან გაერთოთ და თავისუფლებით ისიამოვნოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან განსაკუთრებული ტაქტისა და გამძლეობის გამოვლენას მოითხოვს. თუ იზარმაცებთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ, თუმცა ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით.

თხის რქა

სავარაუდოდ, ამ დღეს ცვლილებები გელით. წარმატებას მხოლოდ მშვიდი და კარგად გააზრებული მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჩქარდეთ. მიმდინარე პროექტი მარტივია, მაგრამ მოგებიანი.

მერწყული

საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში განსაკუთრებული წარმატება და აღიარება გელით. ფრთხილად იყავით – იზრდება მოწამვლის რისკი. ყურადღებით დააკვირდით რას და რამდენს მიირთმევთ და პროდუქტებზე ვარგისობის ვადის ნახვა არ დაგავიწყდეთ. ეცადეთ, მცირე უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

თევზები

დილას შეიძლება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. რომანტიკული განწყობა მუშაობაში ხელს გიშლით, თუმცა სხვა არჩევანი არ გაქვთ – უბრალოდ, უნდა შეეგუოთ.