ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს

ბელარუსში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაიწყო.

სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 87,6% მოიპოვა.

ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი. ეგზიტპოლის თანახმად, ანნა კანაპაცკაიამ მიიღო 1,6%, ოლეგ გაიდუკევიჩმა – 1,8%, ალექსანდრ ხიჟნიაკიამ 1,2% და სერგეი სირანკოვმა 2,7%.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.