ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად სახლში დარჩეთ. 4 თებერვალი შანსს მოგცეთ, რომ ადრე დაწყებული რთული საქმე წარმატებით დაასრულოთ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მის შესასრულებლად გამოიყენეთ თქვენი თანდაყოლილი მომხიბვლელობა და დიპლომატიური უნარები და საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.
კურო
ხელსაყრელი დღეა მაღაზიების შემოვლის და სახლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაურეკეთ მეგობრებს ან ნათესავებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ და სტუმრად დაპატიჟეთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი და ბედნიერი გახდება.
ტყუპები
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს მოულოდნელი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ბევრ რამეზე იმოქმედებს. სავარაუდოდ, ვითარება თქვენს სასარგებლოდ განვითარდება, მთავარია, რომ იმპულსურად არ იმოქმედოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, რომლებსაც მალე ინანებთ. სპორტდარბაზში ვარჯიში განწყობას აგიმაღლებთ და ენერგიას შეგმატებთ.
კირჩხიბი
იზრუნეთ ახლობელ ადამიანებზე და დახმარების თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით. ეს თქვენს კარმაზე დადებითად აისახება და სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ. მშვენიერი დღეა სახლის დალაგებისა და ნივთების მოწესრიგებისთვის. მოიცილეთ ძველი, უსარგებლო ნივთები – ეს სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ. ეცადეთ საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი უნდა იყოთ.
ლომი
ამ დღის დაგეგმვისთვის თავს ნუ შეიწუხებთ – გეგმის შესრულებას მაინც ვერ შეძლებთ. გარემოებები სწრაფად იცვლება, ამიტომ სჯობს დრო საყვარელი საქმის კეთებას და დასვენებას დაუთმოთ. პირად ურთიერთობებში მშვიდობის დასამყარებლად პარტნიორზე ზეწოლას უნდა მოერიდოთ – მიეცით მას უფლება, რომ თქვენგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს.
ქალწული
თუ პრობლემის მოგვარებას გააჭიანურებთ, ის უფრო გაღრმავდება და მეტად დაგაზარალებთ. ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი ქმედებების სისწორეში ეჭვი არ შეგეპაროთ და თავდაჯერებულად იმოქმედოთ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.
სასწორი
ამ დღეს შეიძლება შეეჯახოთ ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე, ჩვევებზე ან უშუალო გარემოზე აისახება. ეცადეთ ყველაფერში დადებითი მხარე მოძებნოთ და სიტუაციის დრამატიზება არ მოახდინოთ. პირად ურთიერთობებში ეცადეთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და პრობლემების დროს მხარი დაუჭიროთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ჩიხური ვითარება არსებობს, ეს დღე მისგან გათავისუფლების შანსს მოგცემთ.
მორიელი
მოემზადეთ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის და ეცადეთ ახალ ვითარებას სწრაფად და უმტკივნეულოდ მოერგოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ყველაფერი შესანიშნავადაა. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე მიიღოთ, რომელიც გაიძულებთ მოვლენებზე ან ზოგ ადამიანზე აზრი შეიცვალოთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ ეს დღე განმარტოებით გაატაროთ და უსარგებლო საუბრებში დრო არ დაკარგოთ. ოჯახში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ სადავო საკითხები ერთობლივად განიხილოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღოთ. სასურველია თავდაპირველ გეგმას არ გადაუხვიოთ და დანიშნული შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ გააუქმოთ. ამ დღეს სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ.
თხის რქა
მოერიდთ ახალი პროექტის დაწყებას, სანამ უკვე დაწყებულს არ დაასრულებთ. დილიდან თავს გაღიზიანებულად გრძნობთ და და ადამიანებს უმიზეზოდ უპირისპირდებით, ამიტომ სასურველია ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბედი თქვენს ნებისყოფას ცდის და რთული საკითხების გადაჭრას გაიძულებთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ.
მერწყული
რთული პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ, შესაძლოა ამ დღეს თავისთავად მოგვარდეს. სავარაუდოდ, მეგობრებისგან ძალიან საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც დაწყებული საქმის დასრულებაში და უახლოესი მომავლის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – დროა, ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი და სპორტულ დარბაზში სიარული დაგეგმოთ.
თევზები
გარშემო მყოფები აღნიშნავენ, რომ ამ დღეს უჩვეულოდ მოუთმენელი და გაღიზიანებული ხართ და საერთო ენის პოვნა ახლობელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ. გირჩევთ ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ და მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაიტანოთ და რაც მთავარია, ემოციები აკონტროლოთ.