31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ უმიზეზო შფოთვას გრძნობთ, უნდა მოდუნდეთ და განიტვირთოთ. თქვენს ემოციურ მდგომარეობას ახლა ყველაზე მეტად დასვენება სჭირდება.
ეცადეთ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ, აჩქარება არაფერში გჭირდებათ. საკუთარ ძალები და რესურსები გონივრულად უნდა გამოიყენოთ.
ოჯახში თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში და სიამაყის მიზეზიც გაქვთ.

კურო

მუშაობის დროს გახსოვდეთ, რომ ამას მხოლოდ თქვენი კომპანიისთვის კი არა, პირადი კეთილდღეობისთვისაც აკეთებთ!
თუ ყურადღებას საკუთარ გრძნობებზე გადაიტანთ, ამ დღის დაძაბულობას თითქმის ვერ შენიშნავთ.
მიეცით საკუთარ თავს პაუზის და სულის მოთქმის უფლება. ხანმოკლე წარუმატებლობა შეიძლება თქვენი მუშაობის ხარისხზე აისახოს, თუმცა პასუხისმგებლობას აღებას და სიტუაციის გამოსწორებას შეძლებთ.
მალე დაუგეგმავი შემოსავალი ძალიან გაგახარებთ, თუნდაც ეს მცირე თანხა იყოს.

ტყუპები

დილიდან შინაგან შფოთვას გრძნობთ, მაგრამ ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ. თქვენი გონება საოცრად ნათლად მუშაობს, ამიტომ გირჩევთ, ეს დღე ინტელექტუალური საქმიანობისთვის გამოიყენოთ.
მდიდარი ფანტაზია დაეხმარებათ, რომ თქვენი პირადი ურთიერთობა მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.

კირჩხიბი

ზოგჯერ რეალობიდან გაქცევას და საკუთარ ოცნებებთან განმარტოებას ცდილობთ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ დროს ყურადღება გეფანტებათ და მუშაობა გიჭირთ.
თუ ყურადღების მოკრეფას მოახერხეთ, შეიძლება ისეთი პროექტები შექმნათ, რომლებიც თქვენი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ლომი

თავს შესანიშნავად გრძნობთ და პოზიტიურ განწყობას გარშემო მყოფ ადამიანებში ავრცელებთ, თუმცა იმ შინაგან დაძაბულობას, რომელიც ბოლო დროს გაქვთ, საყვარელ ადამიანებთან სასიამოვნოდ გატარებული დროც ვერ გიხსნით.
ეცადეთ საკუთარ თავი სასიამოვნო დასვენებით გაანებივროთ და აღარ დაიხარჯოთ იმაზე, რაც არ არის თქვენი საზრუნავი.

ქალწული

ვინმემ იმედი გაგიცრუათ? გახსოვდეთ, რომ გრძნობა და გონება ერთმანეთს ღამით უპირისპირდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში ერიდეთ მწვავე საკითხის გარჩევას
არახელსაყრელი დროა უფროსთან უთანხმოებისა და ხელფასის მომატებაზე საუბრისთვის. ჯერჯერობით ეცადეთ, იმით დაკმაყოფილდეთ, რაც გაქვთ.

სასწორი

უცოდველი არავინაა, თუმცა თქვენთვის საკუთარი შეცდომების აღიარება განსაკუთრებით მტკივნეულია.
ნუ გაეჭვებთ საკუთარი შესაძლებლობები, ნურც საყვარელ ადამიანზე ეჭვიანობთ – ამის საბაბი ნამდვილად არ გაქვთ, თანაც თუ გაიგებს, სკანდალის თავიდან აცილება გაგიჭირდებათ.

მორიელი

ამ დღეს ცდილობთ, გარკვეულ მოვალეობებს გაექცეთ, მაგრამ ამან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, კმაყოფილება და მოვალეობის გრძნობა ერთმანეთს შეუთავსოთ. ურთიერთობისთვის გახსნილი ხართ და აზრის გამოთქმამდე სხვა ადამიანების მოსმენაც იცით. ხასიათის ეს თვისება კოლეგების თვალში განსაკუთრებულ ავტორიტეტს გიქმნით.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველაზე მეტად სიახლეები გიზიდავთ.
შესაძლოა, პროფესიულ საქმიანობაში დაბრკოლებებს შეეჯახოთ და მათი ეტაპობრივი აღმოფხვრა მოგიწიოთ. შესაძლოა, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება მოგთხოვონ. თუ არ იზარმაცებთ, წარმატება აუცილებლად თქვენ დაგრჩებათ.

თხის რქა

გირჩევთ მცირე წარუმატებლობა ტრაგედიად არ აქციოთ. ზოგჯერ ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს.
სავარაუდოდ, ახალ პარტნიორს იპოვით ან მოქმედ პარტნიორთან ურთიერთობას გააღრმავებთ. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ახალ თანამდებობას ან სამუშაო პირობებს მოერგოთ. დღეს მოერიდეთ საქმიანი შეხვედრების დაგეგმვას და ფინანსურ ოპერაციებს – დღეს ყურადღების მოკრეფა გაგიჭირდებათ.

მერწყული

როდესაც მოწყენილ ადამიანს ხედავთ, მის პრობლემას გულწრფელად იზიარებთ. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს თავდაჯერებას გმატებთ და შედეგად, წარმატებას უფრო ადვილად აღწევთ.

თევზები

რაც უფრო ერთფეროვანია თქვენი ცხოვრება, მით უფრო მაღალია სტრესის რისკი. გამოიყენეთ შანსი და შეცვალეთ ის, რაც არ მოგწონთ!
კარგი დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად. თუმცა ყურადღება არ მოადუნოთ – ახალ საქმეებს და ერთ შეხედვით პერსპექტიულ პროექტებს მეტი დაკვირვებით შეხედეთ.