30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილიდან კამათი და უთანხმოება გელით, მაგრამ ეცადეთ დიდი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. დათმობებზე წასვლა არ გსურთ, თუმცა მშვენივრად ხვდებით, რომ ამით უამრავ პრობლემას თავიდან აიცილებთ. ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ. სირთულეების მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებთ. ხშირად წარმატებას სწორედ თქვენი სიჯიუტის და პრინციპულობის წყალობით აღწევთ.

კურო

ამ დღეს მოქმედების დაწყება გიჭირთ. იცით, რომ ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ არცერთი არ გაინტერესებთ. მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგათ და შემდეგ შთაგონებაც მოვა და აღარ გაჩერდებით, სანამ მიზანს არ მიაღწევთ.
მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, მათ შორის ადამიანებთან, რომელთა შესახებ ადრე ბევრი რამ გსმენიათ, მაგრამ არ იცნობდით.

ტყუპები

ხშირად მიზნისკენ მიმავალ უჩვეულო გზებს პოულობთ და სასურველი შედეგის მისაღწევად მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებთ.
საეჭვო ექსპერიმენტი, ყველასთვის მოულოდნელად, წარმატებას მოგიტანთ. შეხვედრები კარგად ჩაივლის. ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას და ზოგის მოხიბვლასაც კი ადვილად შეძლებთ. გამორიცხული არ არის რომანტიკული ისტორიის დასაწყისი.

კირჩხიბი

ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილების პოვნა ძნელია, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებთ და დარწმუნებული ხართ, რომ წარმატება თქვენ დაგრჩებათ. გარშემომყოფებს ცხოვრების მიმართ თქვენი დამოკიდებულება მოსწონთ და დაახლოებას ცდილობენ. ამ დღეს უჩვეულო შეთავაზებები გელით. არ არის გამორიცხული, რომ მათ გამო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რაღაც ახალი ისწავლოთ ან შეხვდეთ ადამიანებს, რომელთა გამოცდილებაც მალე დაგჭირდებათ.

ლომი

საკმაოდ დამღლელი დღეა. მუშაობის გარდა, საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა მოგიწევთ. ამასთან, უმცირესი შედეგის მისაღწევადაც კი დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება. საერთო ენის პოვნა ძველ მეგობრებთანაც კი გიჭირთ. მოერიდეთ საკუთარ პრობლემების საჯაროდ განხილვას – საეჭვოა, ის მხარდაჭერა მიიღოთ, რომელიც გსურთ.

ქალწული

ამ დღეს მნიშვნელოვანია სწრაფად გაარკვიოთ, რომელია სასწრაფოდ დასასრულებელი საქმე და რომელი შეიძლება სამომავლოდ გადადოთ ან სხვას მიანდოთ. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ახალ ნაცნობებთან ფრთხილად უნდა იყოთ, ისინი ყოველთვის გულწრფელები არ არიან.

სასწორი

დილიდან საქმის დაწყება და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. თანდათან პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარი ბევრ სასწორს სასიამოვნო სიურპრიზებით და შეხვედრებით გაახარებს, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ, რომ შეცდომა არ გაგეპაროთ.

მორიელი

ქაოსური დღეა. ცდილობთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, მაგრამ არ გამოგდით. თქვენ ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც თითქოს განგებ, თქვენს გაღიზიანებას ცდილობს. ეცადეთ, ზედმეტი რისკები თავიდან აიცილოთ.
თქვენს თვალში ზოგმა საგანმა ან ადამიანმა ფასი დაკარგა და სასურველია მათგან გათავისუფლდეთ. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომელსაც თქვენი შურს.

მშვილდოსანი

პიროვნული ხიბლი და მეგობრული დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ მიზანს სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ. შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას.

თხის რქა

ზოგი თხის რქა ისეა გატაცებული თავისი ილუზიებით, რომ საქმის რეალურ მდგომარეობას ვერ ამჩნევს. კარგია, რომ თქვენს გვერდით არიან რეალისტები, რომლებიც დროდადრო, თავიანთი რჩევებით გაფხიზლებენ და რეალობაში გაბრუნებენ. არახელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული ნივთების შეძენისთვის. ნუ დახარჯავთ ფულს ისეთ ნივთზე, რომლის გარეშეც თავს მშვენივრად გრძნობთ. ასევე უმჯობესია თავი შეიკავოთ საეჭვო გარიგებებისგან.

მერწყული

დღის პირველი საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი გეგმები რეალობად აქციოთ. თუ არ იზარმაცებთ და მოქმედებას შეუდგებით, შედეგით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით – ეცადეთ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და ახალი თანამოაზრეები იპოვოთ.

თევზები

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ, რისკები და მოსალოდნელი სარგებელი შეაფასოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან.