3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.
პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
დედის დღეს 8 მარტი, საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე, უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დედის დღე ცალკე აღინიშნება.
საქართველოში დღესასწაულებად გამოცხადდა როგორც “დედის დღე” – 3 მარტი, ისე ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი.