ვერძი
თუ დაწყებული საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულება გსურთ, თანამოაზრეების გუნდთან ერთად უნდა იმუშაოთ. ამ დღეს დახმარებას ისეთი ადამიანებისგან მიიღებთ, რომლებიც თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილები არიან და გამუდმებით გაკრიტიკებენ. ხელსაყრელი დროა სამსახურის შეცვლისა ან ახალი ბიზნესპარტნიორების პოვნისთვის.
კურო
მოვლენებით დატვირთული და დაძაბული დღეა. დილიდან ემოციებთან გამკლავებას ცდილობთ. ეცადეთ, სამსახურში და ადამიანებთან ურთიერთობებში სიმშვიდე და მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. კამათი და კოლეგებთან დისკუსიები იმაზე მეტ დროს წაგართმევთ, ვიდრე ელოდით.
ტყუპები
ამ დღეს საკუთარი ინტერესების დაცვა ცხარე კამათსა და დისკუსიებში მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ ფინანსები ფრთხილად დაგეგმვასა და ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ცარიელი ჯიბეებით დარჩეთ. თავდაჯერება გაკლიათ, ამიტომ პროგნოზების გაკეთება რთულია.
კირჩხიბი
ენერგიით სავსე ხართ და ურთულეს საქმეებსაც კი ადვილად უმკლავდებით. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანებისგან დახმარებას ვერ მიიღებთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. საღამოს სასიხარულო ამბავს გაიგებთ. ეცადეთ ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ.
ლომი
ამ დღეს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გელით და ზოგი ძალიან გაგაკვირვებთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ ეცადეთ თითოეულ ადამიანთან საერთო ენა გამონახოთ. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გადაიტანოთ, რადგან ასე მიზნის მიღწევა უფრო გაგიადვილდებათ.
ქალწული
რთული და დაძაბული დღეა. პროფესიულ საკითხებზე კონცენტრირება გიჭირთ და ყოველდღიურ საქმეებს იმაზე მეტ დროს ანდომებთ, ვიდრე ჩვეულებრივ. სირთულეების გადალახვით, თქვენ საჭირო გამოცდილებას მიიღებთ და ახალ მოკავშირეებს შეიძენთ. საღამოს შესაძლებელია გეგმები შეიცვალოს.
სასწორი
ემოციურად არასტაბილური დღეა – შეიძლება ნებისმიერმა უმნიშვნელო შემთხვევამ გაგაღიზიანოთ და წყობიდან გამოგიყვანოთ. სიტუაციის შეფასებას ვერ ახერხებთ და სწორი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. მცირე უთანხმოება გელით იმ ადამიანებთან, ვისთანაც განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება გქონდათ, თუმცა საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა ფრთებს შეგასხამთ.
მორიელი
ეცადეთ, ამ დღეს ემოციები აკონტროლოთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან საუბრისას, რომლებზეც თქვენი კარიერაა დამოკიდებული – არსებობს ურთიერთობის გაფუჭების შანსი. ამ დღეს ფიქრისთვის ჩვეულზე მეტი დრო გჭირდებათ, ამიტომ პასუხის გაცემას ან გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ.
მშვილდოსანი
სამუშაოზე ყურადღების გადატანა გიჭირთ, რადგან გარშემო მყოფები გამუდმებით ყურადღებას გიფანტავენ. შესაძლოა, რომელიღაც ახლობელმა იმედი გაგიცრუოთ, რაც ხანგრძლივი უთანხმოების მიზეზად იქცევა. გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ვიღაცის საუბარს ყური მოჰკრათ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ.
თხის რქა
საქმის წარმატება და გეგმის შესრულება მთლიანად თქვენს ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ამიტომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ ბრაზი და გაღიზიანება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ ადამიანების მიმართ მეგობრული და პოზიტიური დამოკიდებულება გამოავლინოთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.
მერწყული
ამ დღეს მხოლოდ შედეგზე ხართ ორიენტირებული – სირთულეები არ გაშინებთ და პრობლემებს ადვილად უმკლავდებით. პლანეტების განლაგება ჯილდოს ან დაუგეგმავ შემოსავალს გპირდებათ. დაეხმარეთ ახალგაზრდა ან გამოუცდელ კოლეგებს და დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება თქვენი ერთგული მხარდამჭერები გახდნენ.
თევზები
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ყველაზე კარგად გამოგდით მუშაობა იმ მიმართულებით, რომელსაც პრიორიტეტულად მიიჩნევთ. პრობლემას, რომელიც დიდი ხანია, ხელს გიშლით, საბოლოოდ დაძლევთ. ხანმოკლე მოგზაურობა წარმატებული და საინტერესო იქნება.