29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე თან დაგყვებათ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. მარტოხელა ვერძებს შორიდან ჩამოსულ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა გელით.

კურო

ხანმოკლე სამსახურებრივ რომანს უამრავი პრობლემა და კოლეგების ღია მტრობა მოჰყვება. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

ტყუპები

ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტის ასაცილებლად მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც, წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, რამდენიმე დღე თვითმფრინავით მგზავრობას მოერიდოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, მუცლის არეში ტკივილი უყურადღებოდ არ დატოვოთ. ბევრი საინტერესო შეხვედრა გელით, რაც თქვენს მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ლომი

მშვიდი დღეა, რომელიც საუკეთესოა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. შესაძლოა, ახლობელმა ძველი ვალის დაბრუნება მოგთხოვოთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ურთიერთობის დროს.

ქალწული

ყურადღებას ნუ მოადუნებთ, რათა სამსახურში საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, ცივი გონებით მიიღოთ. მეგობრებთან შეხვედრა ახალ, საინტერესო შესაძლებლობებს დაგანახვებთ.

სასწორი

შესაძლოა, ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და საყვარელ ადამიანს დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. ამ დღეს საინტერესო ნაცნობობა გელით.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინების და ოჯახური წვეულებისთვის. ფრთხილად იყავით – ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს, ამიტომ სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს.

მშვილდოსანი

აქტიური, მოვლენებით სავსე დღეა. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ. რამდენიმე დღე თვითმფრინავით მგზავრობას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

დილიდან დატვირთული დღე გელით. გამორიცხული არ არის არასახარბიელო სიახლეები ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია. ნუ იქნებით ზედმეტად კატეგორიული და მოერიდეთ ინდივიდუალურ საქმიანობას, რომელიც უშედეგოდ დასრულდება.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. მოერიდეთ საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას და სხვების კრიტიკას, თუ არ გსურთ მარტო დარჩეთ.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დათანხმდეთ – გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. მარტოხელა თევზებს სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული გატაცება ელით.