„+28, +30 გრადუსამდე გათბება“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

„პარასკევს და შაბათ-კვირას, საქართველოში მოსალოდნელია გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ანტიციკლონური ამინდის პირობები.

ატმოსფერული მაღალი წნევა მოწმენდილი და მზიანი ამინდის საწინდარი გახდება, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებით.

კონკრეტულად, შაბათს მაქსიმალური ტემპერატურა – ქვეყნის დაბლობსა და ბარში +28, +30 გრადუსს მიაღწევს“, – განმარტავს ფარტენაძე.