27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ფრთხილად იყავით ურთიერთობის დროს – გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. უარი თქვით სარისკო წინადადებებზე და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება – ეს თქვენს თვითშეფასებას გაზრდის. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები. ეცადეთ, ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ.

კურო

მოერიდეთ ექსპერიმენტებში და საეჭვო საქმიანობებში ჩართვას. გახსოვდეთ, რომ ხელი არ უნდა მოჰკიდოთ საქმეს, რომელშიც ცუდად ერკვევით. არსებობს მნიშვნელოვანი ნივთის დაკარგვის ან უსიამოვნო სიტუაციაში ჩავარდნის რისკი. არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანებისთვის თბილი სიტყვების თქმა და გრძნობების გამოხატვა.

ტყუპები

სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში, ნურავის ანდობთ პერსონალურ ინფორმაციას და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან. შურიანი ადამიანი თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება, მაგრამ არახელსაყრელ მდგომარეობაში თავად აღმოჩნდება. ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ ავანტიურებსა თუ სარისკო პროექტებში მონაწილეობას.

კირჩხიბი

ნურავის მისცემთ თქვენით მანიპულირების უფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცამ თქვენი სიკეთით ბოროტად ისარგებლოს. ყურადღებით განიხილეთ სარისკო შეთავაზება და ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. ფრთხილად – კოლეგებთან დავა შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. გამონახეთ დრო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის – მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ლომი

სტრესული დღეა. ეცადეთ ყველა პროცესი აკონტროლოთ, რათა მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. გაუფრთხილდით საკუთარ დროს და უტოპიურ, არაფრის მომცემ პროექტებზე ნუ დახარჯავთ. ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელზედაც შეიძლება მალე დამოკიდებული გახდეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ის გიკარნახებთ ვინ არის ორპირი და მოღალატე თქვენს გარემოცვაში.

ქალწული

შესაძლოა, ახალმა ნაცნობებმა თქვენი მოტყუება სცადონ და განგებ, არასწორი ინფორმაცია მოგაწოდონ. რაც არ უნდა გითხრან, არაფერი დაიჯეროთ და ყველა ფაქტი თავად გადაამოწმეთ. რთულ სიტუაციებში პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ და უკან არ დაიხიოთ. არ არის გამორიცხული ოჯახური უთანხმოება, ამიტომ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საღამო სახლის გარეთ გაატაროთ.

სასწორი

მას, ვინც ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვას და კომპრომისზე წასვლას შეძლებს, ვარსკვლავები წარმატებას ჰპირდებიან. თუ ჯანმრთელობის დაზიანება არ გსურთ, უსმინეთ საკუთარ სხეულს და დასვენების საშუალება მიეცით. მოერიდეთ თვითმკურნალობას და პრობლემების შემთხვევაში დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ. შესაძლებელია, ახალი პარტნიორები ან გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდნენ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი ინტუიცია უჩვეულოდ გამახვილებულია. უსმინეთ მას რთულ სიტუაციებში და გამოსავალს გაპოვნინებთ. დილიდან შინაგან შფოთვას გრძნობთ. ეჭვებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ახლობელ ადამიანებს საკუთარ განცდებზე გულწრფელად უნდა ესაუბროთ. თუ ყურადღებით იქნებით, შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო იპოვოთ. საღამოს ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერზე სეირნობა სასარგებლო იქნება.

მშვილდოსანი

თუ არ აჩქარდებით, ეს დღე მშვენივრად ჩაივლის. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგიტანთ. ფინანსებთან და ქონებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ. ამ დღეს საოჯახო საქმეები ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას მოითხოვს.

თხის რქა

იყავით ფხიზლად და ნურავის მისცემთ თქვენი მოტყუების უფლებას. სანამ კითხვაზე ან შეთავაზებაზე პასუხს გასცემთ, კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგი. ხელსაყრელი დღეა ახალი კავშირების დამყარებისთვის, შემოქმედებითი შეხვედრებისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის. ბოდიში მოუხადეთ ადამიანს, ვის წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობთ.

მერწყული

შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ფული უხარისხო ნივთში გადაიხადოთ. ნუ აჩქარდებით, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშავეთ და ყურადღება არ მოადუნოთ – პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია სირთულეები. მოერიდეთ უხეშობას საყვარელ ადამიანებთან და ეცადეთ ყველასთვის მისაღები გამოსავალი იპოვოთ.

თევზები

დაღლილობა ხელს გიშლით, რომ ნაყოფიერად იმუშაოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. ამის მიუხედავად, გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ. ამ დღეს ურთიერთობაში მოსალოდნელია უსიამოვნო ინციდენტი, თუმცა იუმორის გრძნობა სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ.