27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე თქვენს ნებისყოფას და სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. ბევრი დაუგეგმავი შეხვედრა, ახალი მოვლენა და ინფორმაცია გელით. სავარაუდოდ, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით, რაც არ მოგეწონებათ. მოვლენების ასეთმა განვითარებამ შეიძლება წინააღმდეგობრივი ემოციები გამოიწვიოს. სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კურო

ამ დღეს სიახლეები და გარემოს შეცვლა გელით. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, საყვარელი ადამიანის თხოვნის შესრულებაზე იზრუნოთ, საღამო კი სახლის მშვიდ ატმოსფეროში გაატაროთ. სასურველია, ხალხმრავალ და ხმაურიან ღონისძიებებს მოერიდოთ. წარსულში დატოვეთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ლოცვისა ან მედიტაციისთვის. ვარსკვლავები დაგეხმარებიან ყველაფერში, რაც კეთილ ზრახვებთან და პიროვნულ ზრდასთან არის დაკავშირებული. საკითხი, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.

კირჩხიბი

დღის დასაწყისში მოვლენები სწრაფად განვითარდება – ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა დილას გელით. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება არაკეთილგანწყობილი ადამიანის მიერ დაგებულ მახეში გაებათ. საღამოს ტემპი იკლებს და დასვენებას შეძლებთ, თანაც მეგობრებისგან სასიამოვნო სიახლეებს შეიტყობთ.

ლომი

ამ დღეს დიდი ხნის უნახავ ნაცნობს შეხვდებით. სიხარულის პირველმა წუთებმა არ მოგატყუოთ – დაკარგული დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. თავი შეიკავეთ გარშემომყოფებთან გულწრფელი საუბრებისგან, რომ ჭორაობის მიზეზი არ მისცეთ. ეს დღე გაჩვენებთ, რამდენად ნაყოფიერად იმუშავეთ და ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროა, თქვენს რამდენიმე გეგმას გადახედოთ. თუ გრძნობთ, რომ იღბალს ხელიდან უშვებთ, სხვა საქმის კეთება უნდა დაიწყოთ. აკეთეთ მხოლოდ ის, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული ხართ – ასე გაცილებით მეტს მიაღწევთ. სხვების შეცდომების გამოსწორება დიდ დროს წაართმევთ, რაც განწყობას გაგიფუჭებთ არ ინერვიულოთ, ეს დროებითი სირთულეებია.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციების, შორეული მგზავრობისა და საბუთების გაფორმებისთვის. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაწყებული საქმის დასრულებას ვერ ახერხებთ, გზაზე კი გამუდმებით წინააღმდეგობა გხვდებათ, რომლის გადალახვა გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები რამდენიმე დღით გადადოთ, რადგან ამ დღეს სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ.

მორიელი

თქვენი გამძლეობა და აქტიურობა კოლეგებისა და მენეჯმენტის ქებას დაიმსახურებს. ხელიდან ნუ გაუშვებთ დებატებში ჩართვისა და საკუთარი ინტელექტის გამოვლენის შესაძლებლობას. გამორიცხული არ არის, რომ ასეთ დებატებში პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. ეცადეთ, სიკეთე გამოიჩინოთ იმ ადამიანის მიმართ, ვინც ცოტა ხნის წინ დაგეხმარათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს გაჩნდება შესაძლებლობა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. შესანიშნავი დროა ახალი სიმაღლეების დაპყრობისთვის. გახსოვდეთ, ვარსკვლავები მხოლოდ მამაცებსა და თავდაჯერებულებს ეხმარებიან. უარი თქვით გატკეპნილი ბილიკით სიარულზე და ეცადეთ, ახალი გზა იპოვოთ. ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებისა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის.

თხის რქა

ამ დღეს რაც არ უნდა დაგეგმოთ, აუცილებლად გამოვა. ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც ცდილობს, თქვენი მხარდაჭერა მოიპოვოს. ამაღამ სავარაუდოდ, წინასწარმეტყველურ სიზმარს ნახავთ, ამიტომ ეცადეთ, დაიმახსოვროთ.

მერწყული

სამუშაოს მაძიებელი მერწყულებისგან ვარსკვლავები უფრო აქტიურ მოქმედებებს მოითხოვენ. თუ დააგვიანებთ, შეიძლება საუკეთესო შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. მოერიდეთ ვალის აღებას, რადგან დაბრუნება გაგიჭირდებათ. შეიძლება შორიდან სასიხარულო ამბავი შეიტყოთ. უმჯობესია, საღამო მშვიდ ატმოსფეროში გაატაროთ.

თევზები

ამბობენ, სიკეთე ბუმერანგს ჰგავს და ადრე თუ გვიან უბრუნდება მას, ვინც გასცემს. დღეს ამაში თავად დარწმუნდებით, რადგან რაც უფრო მეტ ადამიანს დაეხმარებით, მით უფრო მეტს მიიღებთ სანაცვლოდ. გირჩევთ, ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ. ასევე, ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოგებიანია.