24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობთ – არც საკუთარი გარეგნობა მოგწონთ, არც ფინანსური მდგომარეობა. ემოციური სტრესის მოხსნაში რამე ტკბილი და გემრიელი დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა საკმარისი არ არის, მისი უნაკლო განხორციელებაც მნიშვნელოვანია.

კურო

თქვენი უსაფუძვლო პრეტენზიები პარტნიორთან ურთიერთობაზე აისახება. ეცადეთ, პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს თავშეკავება და მოთმინება გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და ინტიმური ურთიერთობისთვის. ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობისას კონფლიქტები და ზეწოლა თავიდან აიცილოთ.

ტყუპები

რაღაც შემთხვევამ შეიძლება ვიღაცის ან რაღაცის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა გაიძულოთ. ფინანსურ საქმეებთან დაკავშირებით მოსალოდნელია კონფლიქტი. ამ დღეს სიზუსტე და წვრილმანების დანახვის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, მათთან მეტი დრო გაატაროთ, ერთად ითამაშოთ და რაღაც ახალი და სასარგებლო ასწავლოთ. პირად ურთიერთობაში ურთიერთობებში შესაძლებელია ცვლილებები. შესაძლოა, ოჯახში ლიდერობისთვის ბრძოლა გაჩაღდეს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებთ, რომ უთანხმოება კონფლიქტად არ იქცეს.

ლომი

ლიდერობის უნარი თქვენი ძლიერი მხარეა, რომელიც ყველასგან გამოგარჩევთ. გირჩევთ თქვენი ბუნებრივი ინსტინქტები და უსაზღვრო ენერგია რთული პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოთ. ეცადეთ საკუთარ ამბიციებსა და საყვარელი ადამიანის სურვილებს შორის ბალანსი იპოვოთ. იმპულსურად მოქმედებით შეიძლება მტრები გაიჩინოთ და მეგობრები დაკარგოთ.

ქალწული

მეტისმეტად ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გამო შეიძლება ხელსაყრელი შესაძლებლობა დაკარგოთ. ნუ მისცემთ შიშს უფლებას, რომ შეგაჩეროთ. გახსოვდეთ, შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს. სწორედ შეცდომებს მოაქვს გამოცდილება. შეხედეთ ცვლილებას, როგორც შესაძლებლობას და არა როგორც დაბრკოლებას.

სასწორი

სამსახურთან დაკავშირებულმა სტრესმა შეიძლება თქვენს პირად ცხოვრებაზე იმოქმედოს და კონფლიქტი გამოიწვიოს. ამ ორ სფეროს შორის ბალანსის დაცვა აუცილებელი პირობაა ოჯახური ბედნიერების შესანარჩუნებლად. თქვენი შიში უსაფუძვლოა – ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან სრული ურთიერთგაგება და ჰარმონიაა. მარტოხელა მორიელებს კი საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული ურთიერთობა ელით. ფრთხილად იყავით და ტოქსიკურ ურთიერთობებს ერიდეთ. მოერიდეთ ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლიანი კვლევის გარეშე.

მშვილდოსანი

ზოგჯერ თქვენი თავისუფლებისმოყვარე ბუნება კატეგორიულად არ ეთანხმება კომპანიის წესებსა და მოთხოვნებს, რომელშიც მუშაობთ. უნდა გახსოვდეთ, რომ თავგადასავლების სიყვარულმა თქვენი სამუშაო პროცესი არ უნდა დააზარალოს. მოერიდეთ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას დაუფიქრებლად. გირჩევთ, ძალების აღსადგენად გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტაროთ.

თხის რქა

კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებამ შეიძლება ახალი შესაძლებლობებისკენ კარი გაგიღოთ. ხელსაყრელი დღეა თანამოაზრეთა გუნდის შექმნისთვის. გამორიცხული არ არის, რომ შეუსრულებელი დაპირება გასცეთ ან ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელსაც მოგვიანებით ინანებთ.

მერწყული

მშვენიერი ამინდია. შეგიძლიათ, ოჯახთან ერთად ბუნებაში გასვლა ან გასართობი ღონისძიება დაგეგმოთ. ეს თქვენს ოჯახურ კავშირებს გააძლიერებს და ზრუნვისა და სიყვარულის ატმოსფეროს შექმნის. საოცნებო ნივთის შეძენის სურვილი შეიძლება თქვენს შესაძლებლობებს არ დაემთხვეს.

თევზები

შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. უარს ნუ იტყვით ახალ ნაცნობობაზე, რომელიც შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. სავარაუდოდ, თქვენი საქმიანობის შედეგი მოწონებას და აღიარებას დაიმსახურებს. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პერსპექტიული და უიმედო საქმეები ერთმანეთისგან განასხვაოთ.