რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აგვისტოსთვის

ვერძი

ეს დღე სულიერ სიმშვიდეს და ჰარმონიულ ურთიერთობებს გპირდებათ. გახსოვდეთ, რომ სიზარმაცემ და უყურადღებობამ შეიძლება თქვენი ყველა მიღწევა გააცამტვეროს. ამ დღეს იღბალი დიზაინერებსა და არქიტექტორებს გაუღიმებს.

კურო

ამ დღეს ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოისხათ, რომ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს შეცდომა თქვენს კარიერას გაანადგურებს. ეცადეთ საკუთარი ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ. თუ გყავთ მეგობარი, რომელსაც სულელური მიზეზის გამო ეჩხუბეთ, დროა წყენა დაივიწყოთ და სტუმრად მოიწვიოთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრების ვიზიტი გელით.

ტყუპები

დიდი ალბათობით, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. სამაგიეროდ, ხელსაყრელი დღეა ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხო და მომგებიანი განხორციელებისთვის. ნუ ცდილობთ, რომ უსიამოვნო საუბრისგან თავი დაიძვრინოთ – მისი შედეგი თქვენთვის სასიხარულო იქნება.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. ნუ გასცემთ ნაჩქარევ დაპირებებს, თორემ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. თუ კუჭის ტკივილი შემოგეჩვიათ, ეცადეთ, მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები გამორიცხოთ. შესაძლოა, მეგობრის დახმარებით მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

ლომი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას და არავითარ შემთხვევაში საკუთარი საიდუმლო არ გაუმხილოთ. გირჩევთ, კრედიტი მალე დაფაროთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატებები შეცვლის. დროა, ხანგრძლივი შრომისთვის დამსახურებული ჯილდო მიიღოთ.

ქალწული

დილიდან რთული და დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ სასურველია, მძიმე და ცხიმიანი კერძები რაციონიდან ამოიღოთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას – ჯერ ამის დრო არ მოსულა.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეკრების ან გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ფინანსების სწორად მართვა შეგიძლიათ, მაგრამ, ცდუნებებთან გამკლავება გიჭირთ. ეცადეთ, სახსრები უფრო გონივრულად მართოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ.

მორიელი

შესაძლოა, ამ დღეს საქმიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით – სავარაუდოდ, ეს თქვენთვის არც თუ მომგებიანი იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მოერიდეთ უმიზეზო ეჭვიანობას და უხეშობას.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის – ამ დღეს თავს გადაღლილად გრძნობთ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. გირჩევთ, მენიუდან ხორცი ამოიღოთ და ბოსტნეულით შეცვალოთ. საყვარელ ადამიანთან ნუ იქნებით კატეგორიული.

თხის რქა

ეცადეთ, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და ორმხრივად სასარგებლო იქნება. გამორიცხული არ არის, რომ მეგობრების დახმარებით მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

მერწყული

ეს დღე უახლოეს ხანებში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. შეიძლება ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ბევრი ინერვიულოთ – როგორც ყოველთვის, უმიზეზოდ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად.

თევზები

თუ მნიშვნელოვანი ნივთის შეძენას გეგმავთ, რამდენიმე დღე უნდა მოიცადოთ. თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება წყენა გამოიწვიოს. სასურველია, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილის საათებში დაგეგმოთ.