23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შემოქმედებითი აღმაფრენა სრულიად მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე დაგატყდებათ თავს, როგორც ცუნამი. ის ყველა მიმდინარე საქმეს დაგავიწყებთ და სადღაც შორს გაგიტაცებთ. გამორიცხული არ არის, რომ მისმა სტუმრობამ ფასდაუდებელი მარგალიტი გაჩუქოთ.

კურო

ვერცერთი გაუთვალისწინებელი გარემოება გზიდან ვერ აგაცდენთ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.

ტყუპები

მთლიანობაში საინტერესო და პოზიტიური დღე გელით, თუმცა შესაძლებელია, რაღაც შეხვედრამ მკვეთრად შეცვალოს თქვენი გეგმები. ნუ ინერვიულებთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება – ზაფხულის ხანმოკლე წვიმას ყოველთვის მზის ამოსვლა მოჰყვება.

კირჩხიბი

თქვენს ცხოვრებაში სიახლის ნაკადი შემოიჭრება. შესაძლოა, ეს რაღაც ახალი, უჩვეულო გრძნობა იყოს. ფრთხილად, თავი არ დაკარგოთ. ამ გატაცების შედეგები თქვენს ბედზე ისე აისახება, როგორც წყალში ქვის ჩაგდების შემდეგ გაჩენილი წრეები.

ლომი

ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. საქმის კეთების დროც გექნებთ და დასვენებისაც. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო სიურპრიზებისგან კი შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია გიხსნით.

ქალწული

ეს დღე სავსეა მოვლენებით, რომლებიც თქვენს ბრაზს იწვევს. დილიდან თქვენს სულში ნელ-ნელა იჭიმება უხილავი ზამბარა. შესაძლოა, ეს ვერც თქვენ და ვერც სხვებმა ვერ შენიშნონ და როცა შენიშნავენ, უკვე გვიან იქნება. ბოლოს და ბოლოს, თუ ეს ზამბარა გაწყდა, ყველა დაზარალდება.

სასწორი

ეს დღე საკმაოდ წარმატებით ჩაივლის. ვარსკვლავები დილიდან დადებითად განგაწყობენ და თავდაჯერებას შეგმატებენ. დღის განმავლობაში ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შესანიშნავი შანსი მოგცეთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, თორემ ძალიან დიდხანს ინანებთ.

მორიელი

სასიამოვნო დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ინიციატივის გამოჩენას არ აპირებთ, სიამოვნებით მიიღებთ შეთავაზებას გასეირნებაზე. მთავარია, რომ ეს წინადადება მომდინარეობს ადამიანისგან, ვისთანაც მორიელი თავს კომფორტულად გრძნობს.

მშვილდოსანი

განტვირთვა და დასვენება გსურთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს გამოგივიდეთ. როგორც კი დასასვენებლად მყუდრო ადგილზე, კომფორტულად მოეწყობით, გარემოებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. შეეგუეთ, რომ ამ დღეს დასვენება არ გიწერიათ.

თხის რქა

ამ დღეს ბიზნესის ან კარიერის მიმართულებით სასიამოვნო სიურპრიზები და სიახლეები გელით. შეიძლება თქვენს სულში ძლიერმა ვნებამ იფეთქოს. ეს რომანი ხანმოკლეც რომ იყოს, თქვენს სულში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. შეიძლება გრძნობები ისე მოულოდნელად გეწვიოთ, რომ დიდხანს ვერ გააცნობიეროთ.

მერწყული

გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, ჯობს ამ დღეს მერწყულის პროვოცირება არ მოახდინოთ! მისი სიბრაზე მოულოდნელი და ძლიერი იქნება. ერთი სიტყვით, გირჩევთ მერწყული არ გააბრაზოთ – ასე აჯობებს ყველასთვის!

თევზები

გირჩევთ, გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მშვიდად მიჰყვეთ. ამ დღეს ბედთან კამათი და, მით უმეტეს, თქვენი გეგმის მიხედვით მოქმედების მცდელობა უაზრობაა. რა თქმა, რაღაცის დაგეგმვა შეგიძლიათ, თუმცა მზად უნდა იყოთ, რომ დღის განმავლობაში გეგმას რამდენჯერმე შეცვლით. ენდეთ თქვენს ინტუიციას – ის განიშნებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ მოულოდნელ სიტუაციებში.