ვერძი
სირთულეების მიუხედავად, ამ დღეს წარმატებას მაინც მიაღწევთ, მაგრამ ამისთვის, გამძლეობის გარდა, გამომგონებლობის გამოვლენა, რისკი და ექსპერიმენტების ჩატარება დაგჭირდებათ. გარშემომყოფებისგან, მხარდაჭერაზე მეტად, კრიტიკას გრძნობთ, თუმცა ეს ხელს არაფერში გიშლით.
სავარაუდოდ, საღამოს ძველ ნაცნობს შეხვდებით, რომელიც კარგ რჩევას მოგცემთ.
კურო
ამ დღეს საერთო ენას მტრებთანაც კი ადვილად პოულობთ. საშუალება მოგეცემათ, რომ სასარგებლო კავშირები დაამყაროთ და პროფესიული პოზიციები გააძლიეროთ.
ყველაზე მოხერხებულებმა შეიძლება კარიერული მდგომარეობაც გაიუმჯობესონ, თუმცა ამისთვის კონკურენტებთან გამკლავება მოუწევთ.
ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, ამიტომ შეგიძლიათ იშოპინგოთ – ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს გასიამოვნებთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობის, მეგობრებთან შეხვედრისა და სამომავლო გეგმების განხილვისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს მიღწეული შეთანხმებები და გადაწყვეტილებები საბოლოო არ არის.
სავარაუდოდ, ახალი იდეების წყალობით საინტერესო ნაცნობობას გააბამთ. შესაძლებელია მოგზაურობები, მათ შორის – დაუგეგმავიც. შესაძლოა, დიდი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ.
კირჩხიბი
ხლსაყრელი დღეა თანამოაზრეების საპოვნელად. გირჩევთ, თქვენი იდეები იმ ადამიანებს გაუზიაროთ, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ. არ არის გამორიცხული, რომ ბიზნესგეგმის განხორციელებისთვის ფინანსური დახმარება მიიღოთ – შესაძლოა, მოგებიანი გარიგებების დადება შეძლოთ.
პირადი ურთიერთობები კი გაცილებით დაძაბულია. ყველაზე მეტად საერთო ენის პოვნა საყვარელ ადამიანებთან გიჭირთ. დღის ბოლოს შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ.
ლომი
ორიგინალური იდეების დღეა. ბევრი ლომი მოულოდნელად აღმოაჩენს მიზნის მიღწევისა და პრობლემების გადაჭრის მარტივ გზას.
საშუალება გექნებათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაარკვიოთ და მიხვდეთ, ვინაა თქვენი მტერი და ვინ მოყვარე. ეცადეთ, გარემო შეიცვალოტ და თუნდაც ძალიან ხანმოკლე მოგზაურობაში გაემგზავროთ.
სწავლაში, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მეცნიერებები მიმართულებით წარმატება გელით.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა ოჯახური საქმეებისა და პირადი პრობლემების მოგვარებისთვის. საშუალება გექნებათ, რომ ყოველგვარ უთანხმოებას ბოლო მოუღოთ და ურთიერთგაგება აღადგინოთ.
სამსახურში შესაძლებელია პრობლემები, არასწორი გათვლები და ფინანსური ზარალი. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელზედაც თქვენი შემდგომი კარიერაა დამოკიდებული.
სასწორი
ზოგჯერ გადაწყვეტილებები და პასუხები, რომლებიც ზედაპირზე დევს, არასწორია, ამიტომ სიტუაციის გასაანალიზებლად და ყველა დეტალის შესასწავლად დრო და ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ.
რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდეს ინარჩუნებთ და ეს მიმზიდველობას გმატებთ. გარშემო მყოფები თქვენში ძლიერ ადამიანს ხედავენ და პატივისცემით გეპყრობიან. მოსალოდნელი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება.
მორიელი
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის მიზნამდე მიგიყვანთ. ადამიანისგან, რომელიც მოგწონთ, შესაძლებელია მოულოდნელი საჩუქრები მიიღოთ.
მოსალოდნელია ხანმოკლე ფინანსური სირთულეები, მაგრამ სიტუაცია მალე გამოსწორდება. უფრო მეტიც, დღის მეორე ნახევარში შეიძლება მაცდური შეთავაზება მიიღოთ.
მშვილდოსანი
რთული დღეა. ყველაზე მარტივ საქმეებშიც კი პრობლემები იჩენს თავს. სირთულეებს მხოლოდ მეგობრების ან ძველი მოკავშირეების დახმარებით გაუმკლავდებით.
ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებთ, რადგან ისინი ბევრს გპირდებიან და ცოტას ასრულებენ. სამსახურში თუ გსურთ, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოთ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ.
თხის რქა
ამ დღეს მიზნების მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველა სირთულეს გაუმკლავდებით. შესაძლოა, სასურველის მისაღებად ეშმაკობა მოგიწიოთ, მაგრამ სხვა ადამიანების ნდობას და სიკეთეს ბოროტად არასოდეს გამოიყენებთ.
ხელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობის დასაწყებად. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფინანსური და ქონებრივი საკითხები მოაგვაროთ.
მერწყული
მშვენიერი დღეა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის და ახალი პარტნიორების შეძენისთვის. თუ ფრთხილად იქნებით და შეცდომებს არ დაუშვებთ, კარიერული ზრდა გელით. საშუალება ექნებათ, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.
ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა გაგახარებთ.
თევზები
ეს დღე უფრო შესაფერისია ფიქრისა და დაგეგმვისთვის, ვიდრე კონკრეტული მოქმედებისთვის. სანამ საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლით, დარწმუნდით, რომ სიტუაცია კარგად შეაფასეთ და ემოციებით არ ხელმძღვანელობთ.
დღის მეორე ნახევარში საინტერესო ნაცნობობა და სასიამოვნო შეხვედრები გელით, მაგრამ ურთიერთობა, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, საეჭვოა, რომ სერიოზული იყოს.