21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება

21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
მთავარანგელოზი მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა დაწესდა ლაოდიკიის კრებაზე, რომელიც პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდ რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.
ქრისტიანობაში ცნობილია, რომ მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. როგორც წესი, ანგელოზები ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთა, არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან ჩვენს დასახმარებლად.
ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი.
საშუალო იერარქიას შეადგენენ : უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში მთავარანგელოზის სახელობის არაერთი ტაძარია, მათ შორის მენჯის, ონის, მარტყოფის, გლდანი, ალგეთის, ჯუმათის და სხვა..
ტროპარი:
ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა თქუენითა შემზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთაითა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუე, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.“