2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.
„გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა.
გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

