20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები ვერძს ბიზნესსა და ფინანსურ სფეროში დახმარებას ჰპირდებიან. ხელსაყრელი დროა ახალი საქმის დასაწყებად ან სამსახურის შესაცვლელად. დავალებას, რომლის შესრულება ადრე შეუძლებელი გეგონათ, ადვილად გაუმკლავდებით. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, ცვლილებებს ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ. ამ დღეს თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა ყოყმანი იქნება – სწრაფად და პრინციპულად უნდა იმოქმედოთ.

კურო

ეს დღე თქვენს სოციალურ წრეში ცვლილებებს მოიტანს – შესაძლოა ახალი, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. მანქანის მართვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემებისა და მოსალოდნელი ავარიების შესახებ გაფრთხილებენ.

ტყუპები

ამ დღეს ბევრი რამ იქნება თქვენს განწყობაზე დამოკიდებული. რომელ გზას აირჩევთ, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. იურიდიული საკითხები სწრაფად და წარმატებით მოგვარდება. მზად იყავით იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება ან გამოცვლა გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს.

კირჩხიბი

ეს დღე საინტერესო სიახლეებს უკავშირდება. შესაძლოა, ისეთი მოვლენის მონაწილე გახდეთ, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე პირდაპირ ან ირიბად იმოქმედებს. ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი სიზარმაცის შედეგებს მოიმკით. კოლეგას დახმარების თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით. გაითვალისწინეთ, რომ მალე შეიძლება თქვენც დაგჭირდეთ მისი მხარდაჭერა.

ლომი

ამ დღეს ვარსკვლავები გამუდმებით განიშნებენ, როგორ უნდა მოიქცეთ და რას უნდა ელოდოთ გზაზე. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, სიზმრებსა და წინათგრძნობას. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ამ დღეს უჩვეულოდ გამახვილებულია. ლომებს, რომლებიც დიდი ხანია, დატვირთული რეჟიმით მუშაობენ, იძულებითი გაჩერება მოუწევთ. ეცადეთ, ხანმოკლე შვებულება დაგეგმოთ. მოერიდეთ მენეჯმენტთან დაპირისპირებას, რადგან საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაგიჭირდებათ.

ქალწული

ამ დღეს დავიწყებულმა დაავადებებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ, ამიტომ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვარსკვლავები თქვენგან სიმტკიცეს მოითხოვენ. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები, რომლებიც კონკურენტებისგან გამოგარჩევთ, დავალების შესრულებისთვის გამოიყენოთ. ამ დღეს გაჩნდება შესაძლებლობა, რომელიც უახლოეს ხანებში წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი

ახალი ნაცნობი ფინანსურ საკითხებში დაგეხმარებათ, მაგრამ მის პირობებს დაუფიქრებლად არ უნდა დათანხმდეთ – გამორიცხული არ არის, რომ თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. ადამიანი, ვინც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ, ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ფიქრობთ. იფიქრეთ შვებულებაზე – დროა გარემო შეცვალოთ და ძალები აღიდგინოთ.

მორიელი

ვითარება თქვენგან სწრაფ რეაგირებას და უჩვეულო მოქმედებას მოითხოვს. ბევრ სიტუაციაში ვარსკვლავები თქვენს სიმტკიცეს გამოცდიან. რთული სიტუაციიდან ყველაზე ადვილად გამოვლენ ის მორიელები, რომლებსაც არასტანდარტული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შეუძლიათ. მხარდაჭერას ნურავისგან ელით, გამოსავალი თავად უნდა იპოვოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ჩანაფიქრი სავარაუდოდ, რეალობად იქცევა. როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს, ეცადეთ თქვენი ახალი იდეა განახორციელოთ. გირჩევთ, დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკების დასაწყებად გამოიყენოთ, საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ და საყვარელ ადამიანს გული გადაუშალოთ.

თხის რქა

ჩანაფიქრის განხორციელებისთვის დრო არ გყოფნით, ამიტომ შესაძლოა, გეგმების გადახედვა მოგიწიოთ. სხვისმა შეცდომამ შეიძლება სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გაართულოს. ეცადეთ, გარემოებების მიხედვით იმოქმედოთ და რთული დავალებების შესრულებაზე უარი თქვათ. შესაძლებელია საღამოს რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ. იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ მას, ბევრი რამ არის დამოკიდებული.

მერწყული

დროა, ყველაფერი ზედმეტისგან გათავისუფლდეთ და საკუთარი ფიქრები, სამუშაო თუ საცხოვრებელი სივრცე მოაწესრიგოთ. სახლის ინტერიერში მცირე ცვლილებებიც კი პოზიტიურ ტენდენციებს მოიზიდავს. ბევრი მიიღებს დახმარებას, რომელსაც დიდი ხანია ელის.

თევზები

ამ დღეს მოლაპარაკების წარმატება მხოლოდ თქვენს ორატორულ უნარზეა დამოკიდებული. გავლენიან ადამიანთან ნაცნობობა ხელსაყრელ შეთავაზებას მოგიტანთ. ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ჩანაფიქრი განახორციელოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ექსპერიმენტის ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი არაეფექტური.