პირველი ტაიმის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ „ინტერს“ 2:0 ამარცხებს

პარიზელები მე-12 წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ დააწინაურა, ხოლო მე-20 წუთზე მათი უპირატესობა ორამდე დეზირე დუემ გაზარდა.

პირველი გოლის მომენტში საგოლე პასი სწორედ დუეს ეკუთვნოდა.

მეორე გოლის მომენტში ხაზგასასმელია ხვიჩა კვარაცხელიას როლიც.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ეფექტურად ამოიტანა და პსჟ-ს შეტევა განავითარა.

ტაიმის ბოლოს კი მას კუთხურის შემდეგ გოლის გატანა თავური დარტყმით შეეძლო.