19 მარტის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 19 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
 ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):  უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი):  ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი):  ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო):  ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):  ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):  ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური):  ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო):  ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.