ვერძი
ეს დღე მშვიდად, ემოციებისა და ნერვიულობის გარეშე ჩაივლის. საკუთარი დისციპლინა და ორგანიზებულობა არა მარტო გარშემომყოფებს, თავადაც გაგაოცებთ. შესაძლოა, ყველაზე ჩვეულ და მოსაწყენ საქმიანობაში ბევრი საინტერესო აღმოაჩინოთ. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ თუ ყველა არა, საკუთარი გეგმების ნაწილი მაინც განახორციელოთ.
კურო
ეს დღე, დაგარწმუნებთ, რომ ცხოვრება თამაში არ არის და გარშემო მყოფები თქვენი მორჩილი თოჯინები არ არიან. თუ საღამომდე ადამიანებით მანიპულირების და მათზე უფროსობის სურვილი არ გაგიქრათ, ეცადეთ კომპიუტერულ თამაშებს დასჯერდეთ. საეჭვოა, რომ ადამიანებზე უფროსობა სხვაგან მოახერხოთ.
ტყუპები
ამ დღეს დადებითი, შემოქმედებითი ენერგიით სავსე ხართ და მოსაწყენად დრო არ გრჩებათ! თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება სიბრძნითა და წონასწორობით გამოირჩევა. დღეს ისე დამაჯერებლად საუბრობთ, როგორც არასდროს და ნებისმიერი იდეის დასაბუთება შეგიძლიათ.
კირჩხიბი
ამ დღის ენერგეტიკა ნებისმიერი საქმისა და წამოწყებისთვის ხელსაყრელია. სამწუხაროა, რომ უმნიშვნელო ამბებზე გადაჭარბებულ რეაქციას ავლენთ. ამის გამო შეიძლება უამრავი შესაძლებლობა დაკარგოთ, რომელსაც ეს დღე უხვად გთავაზობთ. წარმატების გასაღები მარტივია – დაივიწყეთ წვრილმანები და მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანეთ.
ლომი
ბედი უამრავ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ, რათა სოციალურ იერარქიაში თუნდაც ერთი საფეხურით აიწიოთ. ფაქტობრივად, არ არსებობს სიტუაცია, რომლის მოგვარებას ვერ შეძლებთ და თანაც აქედან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ. ეცადეთ, ემოციებზე კონტროლი არ დაკარგოთ და აზარტულ თამაშებს მოერიდოთ.
ქალწული
საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ იმის მიუხედავად, რომ დღეს ეს საკითხები ჩვეულებრივზე უფრო მარტივად მოგვარდება. ნებისმიერ გაუგებრობას თავშივე აგვარებთ, ამის წყალობით სახლში ყოველთვის სიმშვიდე სუფევს. თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში რაღაც პრობლემა მაინც არსებობს, მშვენიერი დღეა გულწრფელი საუბრისა და გაუგებრობის აღმოფხვრისთვის.
სასწორი
გინდათ, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი თავად იყოთ. ამ დღეს თქვენთვის რჩევების მიცემას აზრი არ აქვს – ყველაფერს მაინც ისე გააკეთებთ, როგორც თქვენ გსურთ. თავად კი რჩევებს უშურველად გასცემთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კონფლიქტისთვის არ ხართ განწყობილი და ნებისმიერ უთანხმოებას მშვიდად აგვარებთ.
მორიელი
ყველაფერში, რაც ფულსა და გრძნობებს ეხება, სიტუაციის ბატონ-პატრონი ხართ. თუ შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება მოახერხეთ, ამ დღეს თქვენი საქმეები შესანიშნავად განვითარდება. შეგიძლიათ უფროსს ხელფასის მომატებაზე ესაუბროთ – მთავარია, თქვენი არგუმენტები დამაჯერებელი და ნაკლებად ემოციური იყოს.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცეთ. რაც მთავარია, ეს ყურადღება ძალიან დადებითი და სასიამოვნო იქნება. ბედი შესანიშნავ შანსს გაძლევთ, რომ გეგმები განახორციელოთ და ოცნებები აისრულოთ! მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
თხის რქა
ამ დღეს ვიღაც თქვენით მანიპულირებას შეეცდება. ამას ისე მოხერხებულად გააკეთებს, რომ შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ დახელოვნებული თაღლითის მახეში გაებით. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე სხვის დაკრულზე იცეკვოთ, ეცადეთ, სხვა ადამიანების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და საუბარში სიტყვა “არა” უფრო ხშირად გამოიყენოთ.
მერწყული
იმის განცდა, რომ რაღაც გაკლიათ, მოსვენებას არ გაძლევთ. სული რაღაც უცნაურს და უჩვეულოს გთხოვთ, თუმცა გარემოში ასეთ შანსი ჯერ არ ჩანს. შეგიძლიათ, ამ საკითხში საკუთარ თავს დაეყრდნოთ და რაიმე ორიგინალური ღონისძიება თავად, დამოუკიდებლად წამოიწყოთ. მთავარია, არ გადააჭარბოთ.
თევზები
ამ დღეს დილიდან რაღაც სასარგებლო საქმის გაკეთებას ცდილობთ. სურვილი იმდენად ძლიერია, რომ გადაწყვიტეთ, იდეის განხორციელებაში ოჯახის წევრები ჩართოთ. კარგი დღეა მცირე რემონტის დასაწყებად, ავეჯის გადასაადგილებლად ან სახლის საფუძვლიანად დასასუფთავებლად.