16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მიზანსწრაფულობა და მონდომება სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავების მხარდაჭერით დაბრკოლებებს და სირთულეებს ადვილად გადალახავთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ მენეჯმენტს ხელფასის გაზრდა სთხოვოთ. დროა, ოცნებებიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ და საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები განახორციელოთ.

კურო

გარშემო მყოფებზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. აუცილებელი არ არის რჩევა და დახმარება შესთავაზოთ ადამიანს, რომელსაც ეს არ უთხოვია. უმჯობესია საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ, რომლებიც ბლომად დაგიგროვდათ. ემოციურ ფონზე ურთიერთობებში პრობლემები გელით.

ტყუპები

ეცადეთ, ეს დღე მშვიდ გარემოში, ზედმეტი სტრესის გარეშე გაატაროთ. ზედმეტი აქტიურობა და გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. გირჩევთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება საქმე დააზიანოს. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, რაც რთული საქმეების კეთებაში გეხმარებათ. დროა, ფულის დაზოგვაზე ან დამატებითი შემოსავლის პოვნაზე იზრუნოთ. ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ ან სანუკვარი ოცნება აისრულოთ. ეცადეთ თქვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არ ჩამორჩეთ და ბედის მინიშნებები დაინახოთ. ამ დღეს ემოციები მხოლოდ ხელს გიშლით, ამიტომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ.

ქალწული

თუ ბოლო დღეებში დაგროვილმა ემოციურმა სტრესმა ამოხეთქა, სკანდალის თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ. ეცადეთ, რომ პრობლემებს თავი დააღწიოთ, დაისვენოთ და სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულში დატოვოთ მოვლენები ან ადამიანები, რომლებთანაც უარყოფით ემოციები გაკავშირებთ.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს მოგებიან შეთავაზებას მიიღებთ, თუმცა სანამ დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ შეგიძლიათ თუ არა ყველა პირობის შესრულება და ღირს თუ არა გარისკვა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კამათს თავი მოარიდოთ – ამ დღეს საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაგიჭირდებათ.

მორიელი

ამ დღეს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევა არ უნდა სცადოთ – მაინც არაფერი გამოვა. უმჯობესია საკუთარი ემოციები და ნერვები დაზოგოთ და მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა სახლის დასუფთავების ან მცირე რემონტისთვის. მით უმეტეს, რომ ოჯახის მორალურ მხარდაჭერას მიიღებთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს გამორჩეულ ადამიანს შეხვდეთ, ამიტომ გირჩევთ, ნებისმიერი მოწვევა მიიღოთ და საინტერესო ადგილები მოინახულოთ. კარგი იქნება თუ უსარგებლო საუბრებზე დროს არ დაკარგავთ და დაწყებულ საქმეს დროულად დაასრულებთ. დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება საყვარელი ადამიანი გაანაწყენოს, ამიტომ მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.

თხის რქა

ახლობელი ადამიანის ნათქვამიდან ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გამოიტანოთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, გირჩევთ ინფორმაცია გადაამოწმოთ და წვრილმანები გაარკვიოთ. შესაძლოა, მოგვიანებით შეხედულება შეიცვალოთ და გადაწყვეტილება ინანოთ.

მერწყული

გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ. ეს დღე პირადი ცხოვრებისა და მიმდინარე საქმეების მოწესრიგებას უნდა დაუთმოთ. საოჯახო საქმეების კეთება ემოციურად განტვირთვაში დაგეხმარებათ. პარტნიორისთვის საკუთარი გრძნობების დემონსტრირება ნუ მოგერიდებათ – ეს თქვენს ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის.

თევზები

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გამორიცხული არ არის,რომ რაღაც მოვლენა ან ადამიანი წარსულში დატოვოთ, თუმცა მის ადგილს მალე რაღაც ახალი და საინტერესო დაიკავებს. მოულოდნელი შემოსავლის მიღება გელით. გირჩევთ, საღამოს საყვარელი საქმით დაკავდეთ ან, უბრალოდ, დაისვენოთ.