15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს სიტუაცია დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას არ მოგცემთ. ვითარება თქვენს აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს, ამიტომ იძულებული იქნებით თავს მოხვეულ რიტმში ჩაერთოთ. საინტერესო შესაძლებლობები გელით, რითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

კურო

მოულოდნელ შემოსავალს მიიღებთ ან ფულის შოვნის უჩვეულო გზას იპოვით. ერთი სიტყვით, ფინანსურ სფეროში ბედი სიურპრიზს გიმზადებთ. ცვლილებებია გელით ცხოვრების სხვა სფეროებშიც, ამიტომ სერიოზულად მოემზადეთ მოულოდნელობისთვის.

ტყუპები

მთელი დღის განმავლობაში თავს მოუსვენრად გრძნობთ და პერიოდულად ჯავრს გარშემო მყოფებზე იყრით. ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ და ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება, მოულოდნელი ნაბიჯები გადაგადგმევინოთ, მათ შორის – რომანტიკულიც.

კირჩხიბი

გირჩევთ, მოქმედების უფლება, ცოტა ხნით მაინც, გარშემო მყოფ ადამიანებს დაუტოვოთ. პასიური დამკვირვებლის პოზიციიდან კირჩხიბი შეძლებს, ბევრ საგანს ახლებურად შეხედოს და ბედის ბრძნული მინიშნებები დაინახოს იქ, სადაც მანამდე ვერაფერს ხედავდა.

ლომი

ბედი ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. შესაძლოა, უმოკლეს დროში მოგიწიოთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც თქვენს ცხოვრებას გარკვეულწილად შეცვლის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რეალობას არ მოსწყდეთ და მოვლენები აკონტროლოთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენი მიზანსწრაფულობა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი აღფრთოვანებას იწვევს. გარშემომყოფების მცდელობა, რომ ყურადღება გაგიფანტონ და გეგმებში ხელი შეგიშალონ, კრახით დასრულდება.

სასწორები

შესაძლოა, ამ დღეს ახლობელ ადამიანზე აზრი შეგეცვალოთ. ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, დღის განმავლობაში უჩვეულო საქციელით გაგაოცებთ.

მორიელი

ვერც კი წარმოიდგენთ, რა ცვლილებები გელით! სავარაუდოდ, მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით, რაც გაიძულებთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. მოულოდნელი ამბავი, საქმეები, ახალი ნაცნობები – ამ დღეს ნებისმიერი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.

მშვილდოსანი

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ცვალებად სამყაროში ორიენტირებაში დაგეხმარებათ. პოზიტიური აზროვნება და ცოტა გაბედულება დაგეხმარებათ ამ დღეს გამოჩენილი შანსი მაქსიმალურად გამოიყენოთ. გამორიცხული არ არის, შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც მომავალს დაუკავშირებთ.

თხის რქა

ამ დღეს იუმორი გაღიზიანებთ, განსაკუთრებით – თუ თქვენკენაა მიმართული! მზად ხართ, ნებისმიერზე ჯავრი იყაროთ, ვინც თქვენზე ხუმრობას გაბედავს. პროვოკაციებს რომ ასცდეთ, გირჩევთ საქმეში თავით ჩაეფლოთ.

მერწყული

ეს დღე შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ვიღაცას საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოთ. მართალია, ეს თქვენს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ სიტუაცია გიბიძგებთ ამისკენ. ეს შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხებოდეს, სადაც მერწყულს საკუთარი ნიჭის სრულად წარმოჩენა შეუძლია.

თევზი

ამ დღეს თქვენი საქმიანი აქტივობა თითქმის ნულის ტოლია, სამაგიეროდ ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ეს ის დღეა, როდესაც ყველაზე მეტად დასვენება, სიმყუდროვე და კომფორტი გჭირდებათ.