14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, სამსახურის თუ პირადი ცხოვრების პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და მთელი დრო საყვარელ საქმიანობას ან სახლის მოწესრიგებას დაუთმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ურთიერთობაში ნაკლები გულწრფელობა გამოიჩინოთ. თუ ელით, რომ სხვები იზრუნებენ თქვენს კეთილდღეობაზე, იმედგაცრუებული დარჩებით. ამიტომ თავად მოინდომეთ და გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ.

კურო

ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები უმჯობესია, დღის მეორე ნახევარში მოაგვაროთ, მანამდე კი კარგად გამოიძინოთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრებმა შეიძლება ახალი, საინტერესო პროექტის განხორციელებისკენ გიბიძგოთ. დღეს მარტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეთ.

ტყუპები

მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადეთ და ეს დღე ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. სახლის უსარგებლო ნივთებისგან გასუფთავება განწყობას აგიმაღლებთ. ახალი ნაცნობობა შესაძლოა კამათით და დაპირისპირებით დასრულდეს, ამიტომ გირჩევთ, საღამო სახლში გაატაროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყველაზე მეტად სერიოზულ საკითხებზე მუშაობა გიჭირთ. ვარსკვლავების განლაგება შეცდომების დაშვებისკენ განგაწყობთ, ამიტომ ეცადეთ, ეს შაბათი დღე რაც შეიძლება მშვიდად გაატაროთ, რამე გემრიელი მოამზადოთ, სერიალს უყუროთ ან საინტერესო წიგნი წაიკითხოთ.

ლომი

გამოიყენეთ ეს დრო ოჯახური საქმეების მოგვარებისთვის, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. გამონახეთ დრო სილამაზის სალონში ან სპორტულ დარბაზში ვიზიტისთვის. პრობლემებზე ნუ იფიქრებთ – ისინი მალე თავად მოგვარდება.

ქალწული

ეცადეთ, ოპტიმიზმი და კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ. სასურველია, დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა ნეგატიურმა ემოციებმა ძალების აღდგენაში ხელი არ შეგიშალოთ ან დათმობაზე წახვიდეთ მაშინაც კი, თუ აღმოაჩენთ, რომ საქმე საკმარისი ტემპით არ კეთდება.

სასწორი

გირჩევთ დილას ადრე ადგეთ, რომ დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდეთ და ამაზე აღარ ინერვიულოთ. ვარსკვლავები ახალ, საინტერესო ნაცნობობას გპირდებიან, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

მორიელი

საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა ენერგიით აგავსებთ და დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში უნდა დაგეგმოთ, რადგან საღამოს ამის არც ძალა შეგრჩებათ და არც სურვილი. გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი დრო დაუთმოთ – მიიღეთ ვიტამინები და ივარჯიშეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებთ და განვითარების ახალ საფეხურზე წარმატებით გადახვალთ. შესაძლოა, მეგობრების ან ნათესავების დახმარებით ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობისთვისაც მოიცალოთ.

თხის რქა

ეს დღე ფინანსური საკითხების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. პლანეტების განლაგების მიხედვით, მშვენიერი დღეა ინვესტიციების შესწავლის, ვალების დაბრუნების, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. მარტოხელა თხის რქებს სასიყვარულო თავგადასავალი და ემოციების ზღვა გელით.

მერწყული

ამ დღეს მნიშვნელოვანია, ემოციურად მოდუნდეთ და ბოლო დღეების პრობლემები დაივიწყოთ. თბილი აბაზანა, მასაჟი ან საღამოს მშვიდი სეირნობა სტრესისგან გაგათავისუფლებთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს გულწრფელად გაუზიაროთ, რა გაწუხებთ და მათი რჩევები გაითვალისწინოთ.

თევზები

ეცადეთ, ეს დღე ენერგიის აღდგენისა და დასვენებისთვის გამოიყენოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. შეეცადეთ, კამათი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ამაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ. მოერიდეთ მაღაზიებში სიარულს, სადაც შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ – ეცადეთ საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ.