13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გეგმის განხორციელებას პირველივე ცდაზე ვერ ახერხებთ, მაგრამ სიჯიუტის და მონდომების წყალობით მიზანს მაინც აღწევთ. ახლობელ ადამიანთან მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, თუმცა საერთო მეგობრების დახმარებით საქმე დაპირისპირებამდე არ მივა. სავარაუდოდ, ახალი იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ ადამიანი, რომლისგანაც არ ელოდით.

კურო

ეს დღე მშვენივრად დაიწყება. ეცადეთ, წინა დღეებში დაწყებული საქმე დაასრულოთ, თუმცა ახალ საქმესაც მშვენივრად გაუმკლავდებით. შთაგონება, რომელიც ამ დღეს გეწვევათ, მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არ არის კამათი და უთანხმოება. თქვენი სიმშვიდე და მოთმინება დაძაბულ ვითარებას განმუხტავს და უამრავ მხარდამჭერს გაპოვნინებთ.

ტყუპები

ამ დღეს ბევრი საკითხი თავისთავად, თქვენი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. ფინანსური პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ახლობლებს აწუხებს, წარმატებით გადაიჭრება. დაუგეგმავი შემოსავალი საშუალებას მოგცემთ, რამდენიმე საჭირო ნივთი შეიძინოთ. ეს დღე გაძლევთ შანსს, რომ სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ ან ისწავლოთ ის, რაც მალე გამოგადგებათ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ეს მნიშვნელოვანი წვრილმანებია.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს სამსახურებრივი თუ ფინანსური საკითხები, რომლებსაც ადრე ვერ უმკლავდებოდით, წარმატებით მოაგვაროთ. ხელსაყრელი დღეა მათთან შესახვედრად, ვისზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ. მშვიდი და ბუნებრივი ქცევის წყალობით ადამიანებს ხიბლავთ და ახალ მოკავშირეებს პოულობთ. ასე გააგრძელეთ.

ლომი

ნებისმიერი მცდარი წარმოდგენა და ილუზია რეალობის აღქმაში ხელს გიშლით და ადრე თუ გვიან, შეიძლება საშიში გახდეს. გარშემომყოფებისგან ხშირად კარგი რჩევები გესმით, მაგრამ არ ითვალისწინებთ. ცოტა თვითკრიტიკა არ გაწყენდათ. ახალი ვალდებულების აღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ. მისი შესრულება უფრო რთული იქნება, ვიდრე ახლა ფიქრობთ. ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ და თავი შეიკავეთ ისეთი ნივთების შეძენისგან, რომლებიც არაფერში გჭირდებათ.

ქალწული

ამ დღეს დადებითი ტენდენციების გავლენა ჭარბობს, მაგრამ ამის დანახვა არ გსურთ და ყურადღებას მხოლოდ უარყოფით ასპექტებზე ამახვილებთ. ეცადეთ, განწყობა შეიცვალოთ და მიხვდებით, რომ სიხარულის უამრავი მიზეზი გაქვთ. დღის ბოლომდე არაერთი რთული საკითხის გადაჭრას შეძლებთ, რომელიც თქვენ და თქვენს ახლობლებს გაწუხებთ. თქვენი წარმატებები გარშემომყოფებისგან პატივისცემას იმსახურებს.

სასწორი

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები კარგად ჩაივლის. ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენას სწრაფად იპოვით და შეთანხმებას ადვილად მიაღწევთ. შორიდან სასიამოვნო სიახლეებს, ასევე შემოთავაზებებს მიიღებთ, რომლებზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ. საშუალება გექნებათ წარსულის შეცდომა გაიაზროთ და მიხვდეთ, სად შეცდით და როდის.

მორიელი

წინააღმდეგობები არ გაშინებთ. ცხარე დებატებში დამაჯერებელი არგუმენტების მოძიებას და საკუთარი პოზიციის დაცვას შეძლებთ. ახლა ბევრი ადამიანი მზად არის, მოგისმინოთ და თქვენი აზრი გაითვალისწინოს, მაგრამ ეცადეთ, ზედმეტი არაფერი თქვათ. დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები შეიძლება მოგვიანებით თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი საქმეების დღეა. ეცადეთ, ის მტკივნეული პრობლემების გადასაჭრელად და მასშტაბური პროექტების დასაწყებად გამოიყენოთ. საშუალება გექნებათ, რომ ხანგრძლივი კონფლიქტები დაასრულოთ და გაწყვეტილი კავშირები აღადგინოთ, რაც მალე ძალიან გამოგადგებათ.

თხის რქა

დღის პირველ ნახევარში უმნიშვნელო მიზეზის გამო მცირე ნერვიულობა გელით, თუმცა მალე ვითარება თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება და სიმშვიდე და პოზიტიური ხედვა დაგიბრუნდებათ. დღის მეორე ნახევარი ახალ ამოცანებს ​​მოგიტანთ, რაზეც მთელ ყურადღებას გადაიტანთ. ხელსაყრელი პერიოდია ძველ ნაცნობებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზებები, რომლებსაც სიამოვნებით დათანხმდებით.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გამორიცხული არ არის, რომ პასუხები იპოვოთ იმ კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ. დაკვირვებული თვალი გაქვთ და უმცირეს წვრილმანსაც კი ამჩნევთ, რაც გეხმარებათ, რომ შეცდომები არ დაუშვათ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა, ეცადეთ, დათმობაზე წასვლით ვითარება გამოასწოროთ. დღის მეორე ნახევარი პირველზე უკეთესია მნიშვნელოვანი საუბრისა და ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის.

თევზები

სამომავლოდ არაფერი გადადოთ – დღის დასაწყისი ხელსაყრელია, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. თუმცა, ბევრი რამ, რასაც ახლა გეგმავთ, მალე განხორციელდება. ამ დღეს საშუალება გექნებათ, სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ და დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომელთა გამოცდილებაც გამოგადგებათ. მოგვიანებით შეიძლება მცირე სირთულეები და გაუგებრობები წარმოიშვას, რაც დაწყებულის დროულად დასრულებაში ხელს შეგიშლით.