„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება. მისი თქმით, 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობის კუთხით ყველაზე მეტი შენიშვნა მას სწორედ „ნაცმოძრაობასთან“ აქვს.
„ეს არის პარტიული აქცია, მე რა თქმა უნდა ამ აქციას არ შევუერთდები. სანამ ხალხს მოვუწოდებთ რომ გვერდში დაგვიდგნენ 12 პუნქტის შესრულების თაობაზე, თავად პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აჩვენონ, როგორ მუშაობენ 12 პუნქტის შესრულებაზე. ამ მხრივ ყველაზე მეტი შენიშვნა მე „ნაციონალურ მოძრაობასთან მექნებოდა“, – განაცხადა სამნიძემ.
როგორ გაგრძელდება ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესი – საკითხებზე მუშაობის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და რეკომენდაციების შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციას აანონსებს.