ვერძი
ამ დღეს დაწყებული საქმე ან პროექტები წარმატებული იქნება და დიდ ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ იცვლება და ძველი პრობლემების მოგვარების შანსი მოგეცემათ. სირთულეების დაძლევით, მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებთ.
კურო
მოვლენებით დატვირთული დღე გელით, თუმცა დღევანდელი საქმეების უმეტესობა მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნება. პლანეტების განლაგება რთული საქმის დასრულების საშუალებას მოგცემთ, მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, საჭირო ინფორმაცია უნდა შეაგროვოთ და საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.
ტყუპები
კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელი დღეა. საინტერესო იდეებით ხართ სავსე, რაც მენეჯმენტს შეუმჩნეველი არ დარჩება. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ვერ შეძლებთ, ამიტომ ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. უფრთხილდით შურიან ადამიანებს – მათ თქვენი დაზარალება შეუძლიათ.
კირჩხიბი
ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ ის საქმეები აკეთოთ, რომლებშიც კარგად ერკვევით. „ორი კურდღლის დევნა“, ზარალისა და შეცდომების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე გადაიტანეთ და იმოქმედეთ! ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და მათი არც ერთი თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვოთ.
ლომი
ამ დღეს აჩქარებით მხოლოდ საქმეს დააზარალებთ. ეცადეთ, საჭირო ინფორმაცია მოაგროვოთ, მოქმედების გეგმა შეადგინოთ, მოსალოდნელი რისკები გათვალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებს უნდა მიაქციოთ. პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში სრული იდილია და ჰარმონიაა.
ქალწული
თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი იწყება, ამიტომ თქვენთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. გირჩევთ, სამსახურებრივი გეგმები კოლეგებთან ერთად განიხილოთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე – დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება დაგეგმოთ.
სასწორი
ემოციურად დაძაბული დღეა. ბევრი შეხვედრა და ხანგრძლივ დისკუსიებში საკუთარი აზრის დაცვა მოგიწევთ. მაღაზიებში გასეირნება და სასურველი ნივთების შეძენა სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისა და სპორტული ვარჯიშებისთვის მეტი დრო გამონახოთ.
მორიელი
პროექტი, რომელზედაც დიდი ხანია თავს იმტვრევთ, წარმატებით დასრულდება და საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი შრომის შედეგი შეაფასოთ. ეცადეთ, საკუთარი შეცდომები ობიექტურად განიხილოთ. მიმდინარე მოვლენებზე კონტროლი არ უნდა დაკარგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით.
მშვილდოსანი
ამ დღეს თამამი ნაბიჯები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გელით, რაც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. დროა სამსახური, რომელიც გძულთ, შეცვალოთ, მოსაწყენი ურთიერთობა დაასრულოთ და საინტერესო მოგზაურობაში გაემგზავროთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე – ამ დღეს გადაღლას მოერიდეთ.
თხის რქა
ამ დღეს იღბალი თქვენ მხარესაა, ამიტომ ნაყოფიერი მუშაობისთვის უნდა მოემზადოთ. შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, დაასრულოთ გაჭიანურებული საქმე და უფროსის შექება დაიმსახუროთ. გამონახეთ დრო პროფესიონალ ან ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის – ეს საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ამ დღეს გულწრფელი საუბარი პირადი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა სადავო საკითხების განხილვისა და კომპრომისის მიღწევისთვის. წარმატებული მუშაობისთვის მოსახერხებელი გარემო გჭირდებათ – საბოლოო შედეგი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
თევზები
ამ დღეს თქვენ ირგვლივ მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდება, რომ ფიქრის დრო აღარ გრჩებათ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – ეს სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით – შესაძლებელია თანხის მიღება ან მნიშვნელოვანი შეხვედრა.