1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5170 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5170 ლარი ეღირება, ევრო – 2.7536 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1284 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5197 ლარი ღირდა, ევრო – 2.7651 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1340 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 აპრილს ამოქმედდება.