„პოლონეთს არ სურს უცხო ქვეყნებს შორის მიმდინარე ომისათვის ლოჯისტიკური ბაზა იყოს. ქვეყანა დაიღალა მილიონობით უკრაინელი ლტოლვილისაგან, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში საბიუჯეტო სოციალური შეღავათებით სარგებლობენ“ – ასეთი აზრია გატარებული პოლონეთის ყოველკვირეული გაზეთის „მისლ პოლსკას“ (Myśl Polska) 5-12 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რა ელოდებათ უკრაინელებს სამომავლოდ?“ (ავტორი – მათეუშ პისკორსკი, სეიმის წევრი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინაში ბანდერიზმის პროპაგანდა მატულობს. ამ ფონზე პოლონეთშიც იზრდება სამართლიანი აღშფოთების ტალღა და მწიფდება ისეთი პასუხი, რომელიც, აშკარად ჩანს, რომ რადიკალური იქნება. ასეთი პასუხის გაცემა აქვთ განზრახული იმავე ძალებს, რომლებიც ცფოტა ხნის წინათ კიევის წინაშე თავდახრით იდგნენ და საკუთარ თავს „უკრაინის მსახურებს“ უწოდებდნენ.
ავიღოთ თუნდაც „სამოქალაქო პლატფორმის“ ყოფილი პოლიტიკოსი იანუშ კოვალსკი, რომელიც ცოტა ხნის წინათ სეიმის დეპუტატი იყო „კანონი და სამართლიანობის“ პარტიიდან. იგი პოლონეთის პოლიტიკის უიდეურობისა და საკუთარი კარიერის მიმართ ერთგულების გამომხატველ პიროვნებას წარმოადგენს. ეს ყოფილი „ხალხის რჩეული პიროვნება“ დღეს ყველა უკრაინელის დეპორტაციისაკენ მოუწოდებს და მათ შორის იმათისაც, ვინც რეალურ სიკვდილს გამოექცა. სხვათა შორის, იანუშ კოვალსკის მოწოდება პოლონელებში გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს, განასაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც პოლონეთში თავშეფარებულ უკრაინელ მამაკაცებს ეხება. მაგრამ აქ დილემის წინაშე დავდგებით: თუ მათ დეპორტაციას მოვახდენთ, ისინი უეჭველად ფრონტზე იქნებიან გაგზავნილნი და მათ სიკვდილი ელოდებათ, ანუ ჩვენვე ვუსპობთ მათ ვაღიარებთ, რომ უკრაინის არმიას მტერთან საბრძოლველად შევსება ჭირდება, მაშინ ისინი სამშობლოში უნდა დავაბრუნოთ.
თითქოს იოლად გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ თუ ჩვენ ეთიკური მიდგომიდან გეოპოლიტიკაზე გადავალთ, მაშინ მორალური პრინციპების როლი განულდება. უკრაინაში ჯარში გასაწვევი ახალგაზრდების დაბრუნებით არმია მართლაც გაძლიერდება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ დროებით, რაც ფრონტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს და რაიმე გარდატეხას ვერ შეიტანს. პირიქით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მათი დეპორტაცია ხელს შეუწყობს ომის გაგრძელებას. ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებში კი ის უნდა იყოს, რომ სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ჩათვლით. ამასთანავე, აუცილებელად ვთვლი, რომ ჩვენი მსჯელობიდან ამოვიღოთ ირაციონალური ულოგიკო თეზისები, რომელტა თანახმად, უკრაინის კრახის (კაპიტულაციის) შემდეგ პოლონეთი მომდევნო ქვეყანა იქნება, რომელსაც რუსეთი თავს დაესხმება. ყველა ნიშნით, დღეს ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ რუსული დრონებისა და რაკეტების წერტილოვანი დარტყმების რისკები აუცილებლად იქნება, თუ უკრაინა ესკალაციას მოახდენს და ომი პოლონეთის დახმარებით გაგრძელდება.
რაც უფრო მაღალია კონფლიქტის ინტენსიურობა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება, მით მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ რუსეთი გადაწყვეტს მოწინააღმდეგის ზურგს შეუტიოს. უკრაინის ზურგი კი, მისი ლოჯისტიკური ბაზა სწორედ ჩვენ ვართ, პოლონეთი. ჩვენ დაგვაკისრეს იმ როლის სესრულება, რომელზეც არანაირი გავლენა არ გვაქვს – ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ჩვენ ანგლოსაქსურ კოლონიად ვითვლებით, ანუ ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც ნატოს აგრესიული ბლოკისა და სულ უფრო მილიტარისტული ევროკავშირის წევრს წარმოადგენს. ამიტომაც მოგვიწევს იმის აღიარება, რომ პოლონეთის ინტერესებშია ომის რაც შეიძლება სწრაფი დასრულება ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებთან. ჩვენ ასევე დაინტერესებულნი უნდა ვიყოთ იმაშიც, რომ სამომავლოდ უკრაინას არ ჰქონდეს აგრესიული, პროვოკაციული მოქმედების შესაძლებლობა და არ შექმნას ქაოსი ჩვენს ტერიტორიაზე.
იდეალური ვარიანტი იქნებოდა უკრაინის აღდგენა და მისი პოლიტიკური რენესანსი ნეიტრალურ, დემილიტარიზებულ ქვეყნად, რომელიც უარს განაცხადებს თავის ნეობანდერულ იდენტობაზე.
როგორ უნდა იქნას ასეთი მიზანი მიღწეული?
ეს უკვე ჩვენი საზრუნავი არ არის. ჩვენ მხოლოდ იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ უკრაინის სტეპებში ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი მხარეები როგორმე საბოლოოდ დაზავებამდე მივლენ, რაც პოლონეთისთვის უკვე საკმარისია. ვიმედოვნებთ, მათ თავებში არ მომწიფდება აზრი, რომ კონფლიქტი პოლონეთის მიწების ხარჯზე გაფართოვდეს. ამრიგად, ჩვენი უსაფრთხოება ითხოვს კონფლიქტის სწრაფად შეწყვეტას, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმით, რომ კიევს დამატებითი სამობილიზაციო რესურსები არ ექნება. ანუ ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის უმჯობესი იქნება უკრაინელი ლტოლვილები ისევ ჩვენთან დაჩნენ და ისინი ფრონტზე არ გაიგზავნონ.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი მარტივად არ იქნება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ყოფნა შეიძლება დესტაბილიზებისა და მუქარების საფუძველი გახდეს და ისინი შეიძლება უცხოელ მოთამაშეთა მიერ იქნან გამოყენებულნი.
ეროვნული უმცირესობები, რომელთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს, ხდება ფაქტორი, რომელიც პროვოცირებს, ერთი მხრივ, დამნაშავეობის მატებას, მეორე მხრივ კი – ზრდის უკრაინელი იმიგრანტების გამოყენების რისკებს საზღვარგარეთული სპეცსამსახურების მიერ ტერორისტული აქტების ჩასადენად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ძნელი არაა ისეთი სიტუაციის წარმოადგენა, როცა რომელიმე ლტოლვილი, ვისლას ნაპირებზე მოსული, თავისი მშობლიური უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ იქნება დაშანტაჟებული და დაემუქრება მისი ოჯახის წევრებს, უკრაინაში დარჩენილებს. დაშინების მეთოდით ასეთ ლტოლვილებს დააძალებენ, მაგალითად, იმ პოლონელების ლიკვიდაციას, რომლებიც უკრაინულმაა საიტმა „მიროტვორეცმა“ („მშვიდობისმყოფელმა“) თავის ცნობილ სიაში შეიტანა.
რა გამოსავალი არსებობს? კარგი ვარიანტი არ არსებობს. ყველაზე ოპტიმალურად გვესახება კომპრომისული მოდელი, რომელიც გულისხმობს ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელებისათვის პოლიტიკური ტავშესაფრის მიცემას, მაგრამ იმავდროულად მკაცრი კონტროლის დაწესებას მათ გაადგილებაზე და საქმიანობაზე პოლონეთში. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება იოლი არ არის, მაგრამ შეიძლება ასეთი ვარიანტის განხილვა.

