eng | ქარ 18 მაისი 2022, 04:00 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ვინმეს სჯერა, რომ საქართველოში, რომელიმე პოლიტიკურ ძალას, სურს რუსეთთან ომი? - რომან გოცირიძე პრემიერს პასუხობს

13 მაისი 2022 | 18:53

ვინმეს სჯერა, რომ საქართველოში არსებობს პარტია, რომელსაც სურს შემოვიდეს რუსეთი და მოინდომოს მასთან ომი? ეს არის ხელისუფლების უზნეო განცხადებები - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება.

აღნიშნულის შესახებ რომან გოცირიძემ რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, გადაცემაში "დროული დიალოგი" ისაუბრა.

"ვინმეს სჯერა, რომ საქართველოში, რომელიმე პოლიტიკურ ძალას, სურს ჩვენს ქვეყანაში მოხდეს ომი? ვინმეს სჯერა, რომ საქართველოში არსებობს პარტია, რომელსაც სურს შემოვიდეს რუსეთი და მოინდომოს მასთან ომი? ეს არის ხელისუფლების უზნეო განცხადებები. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თავისი ქვეყნის დანგრევის ფასად, იცავს ყველას, არის გმირი. თითოეული ადამიანი, რომელიც იქ იცავს თავის სამშობლოს, არის გმირი. დიახ, ყველა ნორმალური ადამიანი ლოცულობს, რომ უკრაინა და ზელენსკი გადარჩეს. როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვას პრემიერ-მინისტრმა? დახოხავს ეკლესიაში პატრიარქის წინ და თან ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებს. მაგრამ ეს ხომ მისი პოზიცია არ არის? მას ხომ ავტონომიური განცხადებების უფლება არ აქვს. მას აშანტაჟებს ივანიშვილი - დაანებეთ ჩემს ფულებს თავი, თორემ მე საქართველოს წავიყვან რუსეთისკენ. ივანიშვილი ასევე თითს უქნევს დასავლეთს, ნუ მასანქცირებთ, თორემ ლუკაშენკო გავხდებიო", - განაცხადა რომან გოცირიძემ.  


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times