eng | ქარ 18 მაისი 2022, 04:42 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

აშშ-ის პრეზიდენტმა დაიწყო დეოლიგარქიზაციის პროცესი და საქართველო შეიძლება გახდეს სანქციების ქვეშ მოყოლის კანდიდატი - მამუკა მამულაშვილი

13 მაისი 2022 | 18:19

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დაიწყო დეოლიგარქიზაციის პროცესი და ძალიან სამწუხაროა, თუმცა, საქართველო შეიძლება გახდეს სანქციების ქვეშ მოყოლის კანდიდატი - განაცხადა "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, გადაცემაში "დროული დიალოგი".

"აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დაიწყო დეოლიგარქიზაციის პროცესი და ძალიან სამწუხაროა, თუმცა, საქართველო შეიძლება გახდეს სანქციების ქვეშ მოყოლის კანდიდატი. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გამომდინარეობს ხელისუფლების პოზიციიდან. თუ საქართველოს მთავრობა და ქვეყანა, ამ სიაში მოხვდება, ეს ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან ლოიალური პრორუსული პოზიცია", -  აღნიშნა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა კვლავ განახორციელოს აგრესია საქართველოს ტერიტორიაზე.

"კოლაბორანტული პოზიციით, ჩვენ ომს ვერ ავიცილებთ და ეს არაერთხელ დაამტკიცა რუსეთმა. ლაპარაკი იმაზე, რომ ვიყოთ ჩუმად, ზედმეტია. დღეს საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ადრე თუ გვიან, რუსეთი ადრე თუ გვიან, მაინც განახორციელებს აგრესიას ჩვენს მიმართ, რადგან აქვს ამბიცია, აღადგინოს საბჭოთა კავშირი. საქართველო არის რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და რუსეთს აქვს ამბიცია, საქართველოს დაპყრობის და ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. არ გამორიცხავს პრემიერის განცხადებები იმას, რომ რუსეთი არ დაიწყებს ომს საქართველოში. უკრაინა იყო ის ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს გამოგზავნა საქართველოში მოხალისეები და 2008 წელს იარაღით გვეხმარებოდა. სწორედ ასეთი მოღალატეობრივი პოლიტიკა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, დამღუპველია საქართველოსთვის", - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times