eng | ქარ 18 მაისი 2022, 05:24 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

გაურკვეველი ნეიტრალიტეტი და კოლაბორანტული პოზიციის დაჭერა არის ქვეყნის ღალატი - მამუკა მამულაშვილი საქართველოს ხელისუფლებაზე

13 მაისი 2022 | 17:57

საქართველოს შეეძლო გამოეჩინა თავისი პოზიცია, მაგრამ მან არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი და ეს არის კოლაბორანტული პოზიცია. ასეთი გაურკვეველი ნეიტრალიტეტის დაჭერა არის ქვეყნის ღალატი - განაცხადა "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, გადაცემაში "დროული დიალოგი".

მისი თქმით, სამწუხაროა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კოლაბორანტული პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში.

"საქართველომ, სამწუხაროდ, გაიფუჭა ურთიერთობა უკრაინასთან იმ განცხადებებით და ქცევით, რაც გაკეთდა ბოლო პერიოდში, ომის ესკალაციის შემდეგ. ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ანეიტრალებს იმ უარყოფით მუტს, რაც შეიძლება უკრაინელებს ჰქონდეთ. უკრაინა ერთადერთი სტრატეგიული ქვეყანაა, რომელიც ყველა ომის დროს გვერდში ედგა საქართველოს. არაკორექტულობაზე არაა, დღეს არის ის რეალობა, რომ საქართველოს მთავრობას პირდაპირ კოლაბორანტული მიდგომა აქვს ამ საკითხზე. ძალიან ხშირი შეხვედრა მაქვს ადგილობრივ პოლიტიკოსებთან და ვიცი მათი განწყობა. ისინი ძალიან ნეგატიურად არიან მათ მიმართ განწყობილნი. ეს ეხება საქართველოს ხელისუფლებას და არა მოსახლეობას. ერთადერთი მომენტი, როცა საქართველოს შეეძლო გამოეჩინა თავისი პოზიცია, მაგრამ მან არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი და ეს არის კოლაბორანტული პოზიცია. ასეთი გაურკვეველი ნეიტრალიტეტის დაჭერა არის ქვეყნის ღალატი. აქედან კიდევ უფრო კარგად ჩანს საქართველოს მთავრობის მიდგომები. ჩემთვის, როგორც რიგითი ჯარისკაცისთვის, ძალიან სამწუხაროა ხელისუფლების ასეთი ნაბიჯები", - აღნიშნა "ქართული ლეგიონის" მეთაურმა.

მისივე თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ზეწოლას ახორციელებდა, რომ მათ უარი ეთქვათ ბრძოლაზე.

"ჩვენს ბიჭებს არაერთხელ შექმნიათ პრობლემები, იგივე საქართველოში ჩამოსვლაზე. არაერთხელ წაუყვანიათ დასაკითხად, თუ რატომ ეხმარებოდნენ უკრაინას და ა.შ. ხორციელდებოდა მათზე, ოჯახის წევრებზე ზეწოლა, რომ არ წამოსულიყვნენ უკრაინაში საბრძოლველად. ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ძალიან ბევრი ფაქტი შემიძლია დავასახელო ამ 8 წლის განმავლობაში, თუ როგორ უშლიდნენ მოხალისეებს ხელს. ეს ხდებოდა მუდმივად. ასეთი პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას. ჩვენი აქ ყოფნა არის ჩვენი ნება და არა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია", - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times