eng | ქარ 18 მაისი 2022, 03:32 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

შევა თუ არა საფრანგეთის პარლამენტში პირველი ქართველი პოლიტიკოსი

13 მაისი 2022 | 16:59

ნიკოლოზ პაპიაშვილი, ქალაქ მარკ- ენ-ბაროლის მერის მოადგილე, საფრანგეთის "რესპუბლიკელთა" პარტიის წევრი, "ნორდ პად-კალეს" დეპარტამენტის მეცხრე საარჩევნო ოლქში, გუშინ ოფიციალურად წარადგინეს დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად.

გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზ პაპიაშვილი იქნება პირველი ქართველი, რომელიც საფრანგეთის პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად,  გახდება "ასამბელე ნაციონალის" საფრანგეთის საპარლამენტო ორგანოს ქვემო პალატის დეპუტატი.

ნიკოლოზ პაპიაშვილი 2005 წლიდან არის აქტიურ პოლიტიკაში. ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ შექმნილი "რესპუბლიკელების" პარტიის ახალგაზრდულ გუნდს. 2016 წლიდან დღემდე ქალაქ მარკ-ენ-ბაროლის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებს, ამასთანავე ხელმძღვანელობს საადვოკატო ბიუროს ქალაქ ლილში.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times