eng | ქარ 18 მაისი 2022, 04:18 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ქვეყნის რეპუტაციისთვის აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას - სალომე ზურაბიშვილი

13 მაისი 2022 | 15:10

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ ვინმე დაადასტურებს, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ უნდა იყოს მიღებული.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა ცნობილი ფრაზის კორექტირება შეწყალებასთან დაკავშირებით „არა და არასოდეს“? ზურაბიშვილმა განმარტა: „ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას. ამაზე მე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი“.

„მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება. რაც შეეხება მის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მე ამას ვერ შევაფასებ. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს და იქნება უეჭვოდ, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გუშინ დილით გადაიყვანეს.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times