eng | ქარ 18 მაისი 2022, 04:58 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის დაპირისპირება, დარჩნენ პოლიტიკურ ველზე თუ ბოლომდე გაიფორმონ დესტრუქციული, შეთქმულთა ჯგუფის სახელი - გია ვოლსკი

13 მაისი 2022 | 14:53

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აქვთ იმედი, რომ საქართველოში საზოგადოებას საკუთარ სისწორეში დაარწმუნებენ - სწორედ ამიტომ ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ საზოგადოების ცნობიერებას მეტი რესურსით შეუტევენ, რაშიც მწარედ ცდებიან - ეს არის ხავსი, რომელსაც ვერ მოეკიდებიან, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

ვოლსკის შეფასებით, მოლდოვის მაგალითი ძალიან უხერხული და არასწორი ფორმულაა და ის საქართველოს ვითარებასთან შეხებაში არ არის.

პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მნიშვნელოვანია, რომელ საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს გულისხმობს მელია, რომელთა დასახელებაც დამატებითი განხილვის წინაპირობას შექმნის.

„საზოგადოება აშკარად ხედავს პრიმიტიულ ფორმულას, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მკაფიო კონტურები შეიძინა. ერთის მხრივ, მოწოდებაა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო როგორმე ჩააგდონ ისეთ პროცესში, რომელიც დიდ ნგრევას მოიტანს და ამ დიდ ნგრევას დიდი აღმშენებლობა მოჰყვება - აი, ასეთი მითოლოგიური ფორმულა არსებობს. მეორე მხრივ, მცდელობა არსებობს, რომ როგორმე საქართველო ამ ნგრევის პროცესს გაერიდოს. გაცილებით უფრო ადვილია ფეიკნიუსების, დეზინფორმაციის საზღვარგარეთ გავრცელება. ოპოზიციას ჰგონია, რომ რაკი საინფორმაციო რესურსი საზღვარგარეთ უფრო ძლიერია, ქართველები არ იციან, რა ხდება საქართველოში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან აქვე დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის დაპირისპირება, დარჩნენ პოლიტიკურ ველზე თუ ბოლომდე გაიფორმონ დესტრუქციული, შეთქმულთა ჯგუფის სახელი.

ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს. კერძოდ, მელია ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოლდოვის არჩევნებში ხმა დიასპორის 300 000-მა წარმომადგენელმა მისცა. მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნებში ხმა მხოლოდ 12 ათასმა ქართველმა ემიგრანტმა მისცა. "100 ათასი ემიგრანტი რომ მისულიყო არჩევნებზე, ეს ხელისუფლება არ იქნებოდა,“ - განაცხადა მელიამ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times