eng | ქარ 18 მაისი 2022, 04:21 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

თუ რეალურად გვინდა ცვლილებები და ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორება, პირველ რიგში, ქვეყნიდან გაქცეულ ასიათასობით ადამიანს უნდა დავუბრუნოთ ხმის მიცემის უფლება - დავით ჭიჭინაძე

13 მაისი 2022 | 12:22

თუ ჩვენ რეალურად გვინდა ცვლილებები, რეალურად გვინდა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ, პირველ რიგში, ქვეყნიდან გაქცეულ ასიათასობით ადამიანს უნდა დავუბრუნოთ ხმის მიცემის უფლება, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ემიგრანტებმა, ვის გზავნილებზეც არის დღეს ქვეყნის ეკონომიკა ჩამოკიდებული, სამშობლოში მარტო ფული კი არ უნდა აგზავნონ, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა, "რადგან დღეს ქვეყნიდან სწორედ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები გარბიან, ისინი, ვისაც რეჟიმი არ მოსწონს და ვერც პერსპექტივას ხედავს".

„აი, ამის გარშემო უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, რადგან სწორედ ასე ჩავშლით ივანიშვილის იაფი ბილეთებით ქვეყნიდან ხალხის განდევნის გეგმას. მითუმეტეს, რომ ეს გზა მხოლოდ ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის მოიგონა და ჯერჯერობით, წარმატებულად ახორციელებს კიდეც. ანუ, სანამ "ოცნება“ ხელის ფათურით და თან აბსოლუტური წინააღმდეგობის გარეშე განაგრძობს ქვეყნის მართვას, ქვეყანა დაიქცა ამასობაში, რადგან რეალობა სულ სხვაგანაა და არა იმ პინგ-პონგში, რასაც ისევ „ქართული ოცნება" გვეთამაშება,”- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times