eng | ქარ 18 მაისი 2022, 05:01 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

მიზანია არა მისი ჯანმრთელობისთვის რაღაც საფრთხეების არიდება, არამედ - მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა - მიხეილ სარჯველაძე

13 მაისი 2022 | 11:45

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მათი მიზანია, რამენაირად გზები მონახონ, რომ ის მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას აარიდონ.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, რეალურად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესწავლა და რელევანტური მკურნალობის დანიშვნა სჭირდება და მას რა მკურნალობაც უტარდება, არის რელევანტური და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს.

„როგორც ჩანს, პრობლემა სხვა რაღაცაშია და ეს სხვა რაღაცაა ის, რომ სააკაშვილი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს. „ვივამედში“ გადაყვანის მიუხედავად, როცა საკითხი მაინც რჩება აქტუალური უცხოეთში გაყვანაზე, ეს ცალსახად მოწმობს იმას, რომ მათი მიზანია არა მისი ჯანმრთელობისთვის რაღაც საფრთხეების არიდება, არამედ მიზანია – მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა. თავდებობის მოთხოვნა კი, სამართლებრივად არასწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times